დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 სექტემბერი

© photo : NASA/ESA/Hubble Heritage Team (STScI/AURA)კოსმოსი
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 21 სექტემბერია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნიმფარველობს.
დღეს არაა რომანტიკის, ვნებებისა და სიყვარულის დღე, სამაგიეროდ, აქტუალურია ოჯახური ურთიერთობების დალაგება, გააზრებული ქორწინება, საქორწინო კონტრაქტების დადება, ნებისმიერი ღონისძიების დაგეგმვა და ორგანიზება. ანუ, მკაფიო, ლოგიკური და მოწესრიგებული ნაბიჯების დღეა.
ვერძი: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს თქვენს ფინანსებს მიხედოთ. ხართ ყურადღებიანი, გამძაფრებულია ლოგიკური აზროვნება, ამიტომ ადვილად შეძლებთ საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვას ან გათვლებში შეცდომების პოვნას. ანალიტიკური უნარები დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, როგორ გაზარდოთ კაპიტალი. უნდა გამოიყენოთ დღევანდელი შანსი – ფულთან დაკავშირებული თქვენი მოქმედებები (გარდა სარისკო და დაუფიქრებელი ქმედებებისა) წარმატებული იქნება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
რომელი პროფესია შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: დღეს თქვენს ცხოვრებაში სამ რამეს არა აქვს ადგილი: სიტყვას „იქნებ“, ინტუიციასა და ბრმა იღბალს – მათ შეიძლება მწარედ დაგაღალატონ. არ უნდა გქონდეთ იმედი იმისა, რომ „ბედნიერი შემთხვევის“ წყალობით რაღაც კარგი მოხდება. თუ გინდათ, წარმატებას მიაღწიოთ, ყველა ნაბიჯი, მოქმედება, სიტყვა ლოგიკურად უნდა აწონ–დაწონოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო გაუგებრობებია მოსალოდნელი.
ტყუპი: თქვენში ემოციები მომძლავრდება, მაგრამ, ამავე დროს, ისინი წონასწორობაში იქნება. ეს დაგეხმარებათ, რომ მოვლენებს ჩაუღრმავდეთ. გარშემომყოფების განწყობა, მათი საქციელის მოტივები და ზოგიერთ შემთხვევაში აზრებიც კი თქვენთვის საიდუმლო არ იქნება. შესაძლოა, გარკვეულწილად ტელეპათიის ნიჭიც კი იგრძნოთ. გამოიყენეთ ეს ვითარება იმისთვის, რომ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტუაციის არსს ჩაწვდეთ.
კირჩხიბი: არ ღირს გარშემომყოფების ნდობა – ნებსით თუ უნებლიეთ, მათ შეიძლება დაგაღალატონ. ეს განსაკუთრებით უცნობ და ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს ეხება. თუ კარგად დააკვირდებით, შეიძლება დაინახოთ, რომ ვიღაც შეგნებულად გვნებთ, ავრცელებს ჭორებს ან ინტრიგებს ხლართავს თქვენ წინააღმდეგ. ასეთი შემთხვევები რომ აიცილოთ თავიდან, დღეს თქვენი წარმატების გასაღები ფხიზლად და ყურადღებით ყოფნაა.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2019
ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული
ლომი: დღეს შეიძლება ძალზე მომთხოვნი იყოთ როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფების მიმართ. გაქვთ ყველაფრის გაკონტროლების სურვილი; გეგმიდან ნებისმიერი გადახვევა, შესაძლოა, პირად შეურაცხყოფად მიიღოთ. ასეთი განწყობა აისახება ირგვლივ მყოფ ადამიანებზე, მაგრამ ასევე უსაყვედურებთ საკუთარ თავსაც. გაიაზრეთ, რომ ყველაფერი თქვეზე არაა დამოკიდებული – ასე ცხოვრება უფრო მარტივი გახდება.
ქალწული: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ნებისმიერ წამოწყებაში მხარდაჭერა მიიღოთ. ეს, პირველ რიგში, სიყვარულსა და ურთიერთობებს ეხება – თუ აპირებთ რომანტიკულ ნაცნობობას, გრძნობების გამჟღავნებას ან ერთობლივი ცხოვრების გეგმებზე საუბარს, ამაზე უკეთეს დროს ვერ ნახავთ. ასევე კარგი დღეა საქმიანი კონტაქტებისთვის. მეგობრული, კოლეგიალური თუ სასიყვარულო თანამშრომლობა აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.
სასწორი: წარმატების მიღწევის გარანტი დღეს სიფრთხილეა, რადგან შეიქმნება უამრავი დაძაბული მომენტი, როდესაც კონფლიქტამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. მოსალოდნელია უთანხმოებები და ურთიერთობების გარჩევები საყვარელ ადამიანთან, კამათი კოლეგებთან. დღემ რომ მშვიდად ჩაიაროს, ჩუმად და წყნარად აკეთეთ თქვენი საქმე, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და აღიჭურვეთ მოთმინებით.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2019
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები
მორიელი: დღეს ბედი თქვენი სიმტკიცის გამოცდას მოაწყობს, მაგრამ გაქვთ ძალა, რომ ამას დაუპირისპირდეთ. სავარაუდოდ, მოგიწევთ საკუთარი ინტერესების დაცვა, გარშემომყოფების თავდასხმის მოგერიებაც. ეს რომ არ მოხდეს, ჯობს, თავი შეიკავოთ, მშვიდად მოიძიოთ საჭირო არგუმენტები და წარუდგინოთ მოპაექრე მხარეს. თუ ემოციებს არ აჰყვებით, ნებისმიერი სიტუაციიდან შეძლებთ გამოსვლას.
მშვილდოსანი: სასიამოვნო სიახლეების, მოვლენების, სიურპრიზების დღეა, მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ შეიძლება ეს ღირსეულად ვერ დააფასოთ და აპათია დაგეუფლოთ კიდეც, უკმაყოფილება გამოთქვათ. შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყოს, რომ ბოლო დროს ემოციები დაგიგროვდათ, ან, უბრალოდ, დაიღალეთ. ჯობს, გამოფხიზლდეთ და კარგ სიახლეებს, რაც ბედმა დღეს მოგიმზადათ, სათანადოდ დახვდეთ.
თხის რქა: დღეს თქვენში საოცარი ორგანიზატორული ნიჭი გაიღვიძებს. შესაძლოა, მოგიწიოთ, მაგალითად, განყოფილების მართვა, ღონისძიების ან ახალი პროექტის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. სახლში კი მოიფიქრებთ, როგორ არ მოიწყინოს არავინ ირგვლივ. და თქვენ წარმოდგენაში ეს გამოიხატება, მაგალითად, სახლის საფუძვლიან დალაგებაში ოჯახის წევრების ძალებით...
მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2019
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?
მერწყული: დღეს არც კი ეცადოთ გეგმების განხორციელებას, განსაკუთრებით იმ პუნქტების, რომლებზეც ბევრი რამაა მომავალში დამოკიდებული. თუ ამ რჩევას არ გაითვალისწინებთ, მოემზადეთ იმისთვის, რომ დღევანდელი წამოწყებები შუა გზაზე შეიძლება გაჩერდეს ან საერთოდ ჩაიშალოს. ამასთან, ნებისმიერი წამოწყება უამრავ საზრუნავს გაგიჩენთ. ამიტომ ჯობს, თუნდაც ერთი დღე მოიცადოთ და უფრო ხელსაყრელ დღეს იმოქმედოთ.
თევზები: გაქვთ შანსი, რომ რომელიმე ადრე შექმნილი პრობლემა გამოასწოროთ. ასევე შესაძლებელია, რომ რამე მოულოდნელ მოვლენას სწორი მიმართულება მისცეთ და საჭირო კალაპოტში მოაქციოთ. თუნდაც ვითარება თქვენთვის არახელსაყრელი მიმართულებით განვითარდეს, გწამდეთ, რომ ამაში თქვენთვის პლუსებისა და მინუსების მოძებნას შეძლებთ. ხომ გაგიგიათ, პესიმისტი თითოეულ შესაძლებლობაში საფრთხეს ხედავს, ხოლო ოპტიმისტი თითოეულ საფრთხეში – შესაძლებლობას.
ყველა ახალი ამბავი
0