რუსული აქტივებიდან უკრაინას ენერგეტიკის აღდგენისთვის 100 მლნ გადაეცა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2024
გამოწერა
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ევროკავშირი ენერგეტიკის სექტორში დახმარებისთვის უკრაინას 160 მილიონ ევროს გამოუყოფს, საიდანაც 100 მილიონი რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალია, ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
„ასი მილიონი ევრო გამოიყოფა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან, კიდევ 60 მილიონი კი ევროპული ფონდებიდან – გამათბობლებისა და თბილი თავშესაფრების შესაძენად“, – ნათქვამია დოკუმენტში.
იქვე აღინიშნება, რომ რუსული სპეცოპერაციის დაწყების მომენტიდან დღემდე ევროკავშირმა უკრაინას უკვე გადასცა მინიმუმ ორი მილიარდი ევრო ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.
არსებული ინფორმაციით, ახალი ტრანში მიზნად ისახავს „ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შედეგების დაძლევას“.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირი აპირებს, დაეხმაროს უკრაინას ენერგეტიკული ობიექტების აღდგენაში, რათა მისი ენერგეტიკული საჭიროებების 15% აწარმოოს მომავალი ზამთრისთვის.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა რუსეთის სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარი გაყინეს, რაც დაახლოებით 300 მილიარდ ევროს შეადგენს. აქედან 200 მილიარდ ევროზე მეტი ინახება ევროკავშირში, ძირითადად ბელგიური Euroclear-ის ანგარიშებზე.
ყველა ახალი ამბავი
0