https://sputnik-georgia.com/20240919/ra-etapzea-sami-daculi-teritoriis-damakavsirbeli-bilikis-mowyoba-289977104.html
რა ეტაპზეა სამი დაცული ტერიტორიის დამაკავშირებელი ბილიკისა და მთის ქოხების მოწყობა
რა ეტაპზეა სამი დაცული ტერიტორიის დამაკავშირებელი ბილიკისა და მთის ქოხების მოწყობა
Sputnik საქართველო
პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება 19.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-19T20:37+0400
2024-09-19T20:37+0400
2024-09-19T20:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
დაცული ტერიტორიების სააგენტო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1e/284605230_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_19073281c3c735397dcdae02171d7492.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. სამი დაცული ტერიტორიის - ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის ერთმანეთთან ერთი საფეხმავლო ბილიკით დასაკავშირებლად, მოლაშქრეთა ბილიკებისა და სამთო ქოხების (Mountain Hut) განვითარების პროექტი დასკვნით ფაზაშია, იუწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.სამ დაცულ ტერიტორიას ერთმანეთთან 205 კმ-ის სიგრძის საფეხმავლო ბილიკი აკავშირებს, საიდანაც 130 კმ-მდე სრულიად ახალი ბილიკი გაიჭრა. დასრულების ეტაპზეა 205 კმ-იან ბილიკზე საინფორმაციო დაფების, საორიენტაციო მანიშნებლების და მცირე ტურისტული საფეხმავლო ხიდების მოწყობის სამუშაოებიც.პროექტის ფარგლებში, ჯუთა-როშკა-არხოტი-შატილი-თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე მოლაშქრეთა თავშესაფრისთვის მონტაჟდება სხვადასხვა კატეგორიის 7 სამთო ქოხი. უკვე დასრულებულია 5 ქოხის მშენებლობა - აბუდელაურში, არხოტში, დათვიჯვარში, ზედა ტანიესა და ქვედა ტანიეში. მიმდინარეობს ხიდოტანის და ქვახიდის ქოხებისთვის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.შვეიცარიაში დამზადებული სამთო ხის ქოხების დეტალების ტრანსპორტირება დაცულ ტერიტორიებზე ვერტმფრენების საშუალებით ხდება, სადაც მონტაჟდება წინასწარ აშენებულ საძირკვლებზე. ქოხების პროექტირებისა და მონტაჟის სამუშაოებში, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, შვეიცარიელებიც მონაწილეობენ.სხვადასხვა ზომის (116 კვ მეტრიდან 255 კვ მეტრამდე) სამთო ქოხებში გათვალისწინებულია რამდენიმე საძინებელი ოთახი, საპირფარეშოები, საშხაპეები, დამხმარე და ნარჩენების ოთახები, სამზარეულო/კაფე და ვერანდა. ქოხები უზრუნველყოფილი იქნება ელექტორენერგიითა და წყლით, რისთვისაც მიმდინარეობს განახლებადი ენერგიის მზის პანელებისა და წყლის რეზერვუარების (სეპტიკების) სამონტაჟო სამუშაოები.სამთო ქოხების აუცილებელი ინვენტარით აღჭურვას და ქოხებით სარგებლობის რეგულაციას უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების სააგენტო.დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სირთულის საფეხმავლო ბილიკები და კომფორტული თავშესაფრები დააინტერესებს როგორც პროფესიონალ, ისე დამწყებ მოლაშქრეებს. სათავგადასავლო ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეიწყობს რეგიონში ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობის და ქვეყნის ცნობადობის ზრდას.პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსეით ხორციელდება და მისი ღირებულება 27,1 მილიონ ლარზე მეტია.სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები 2024 წლის ოქტომბერში დასრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1e/284605230_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_7d95cd01adf23d298dedb291cc8e648f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
რა ეტაპზეა სამი დაცული ტერიტორიის დამაკავშირებელი ბილიკისა და მთის ქოხების მოწყობა
პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. სამი დაცული ტერიტორიის - ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის ერთმანეთთან ერთი საფეხმავლო ბილიკით დასაკავშირებლად, მოლაშქრეთა ბილიკებისა და სამთო ქოხების (Mountain Hut) განვითარების პროექტი დასკვნით ფაზაშია, იუწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
სამ დაცულ ტერიტორიას ერთმანეთთან 205 კმ-ის სიგრძის საფეხმავლო ბილიკი აკავშირებს, საიდანაც 130 კმ-მდე სრულიად ახალი ბილიკი გაიჭრა. დასრულების ეტაპზეა 205 კმ-იან ბილიკზე საინფორმაციო დაფების, საორიენტაციო მანიშნებლების და მცირე ტურისტული საფეხმავლო ხიდების მოწყობის სამუშაოებიც.
პროექტის ფარგლებში, ჯუთა-როშკა-არხოტი-შატილი-თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე მოლაშქრეთა თავშესაფრისთვის მონტაჟდება სხვადასხვა კატეგორიის 7 სამთო ქოხი. უკვე დასრულებულია 5 ქოხის მშენებლობა - აბუდელაურში, არხოტში, დათვიჯვარში, ზედა ტანიესა და ქვედა ტანიეში. მიმდინარეობს ხიდოტანის და ქვახიდის ქოხებისთვის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.
შვეიცარიაში დამზადებული სამთო ხის ქოხების დეტალების ტრანსპორტირება დაცულ ტერიტორიებზე ვერტმფრენების საშუალებით ხდება, სადაც მონტაჟდება წინასწარ აშენებულ საძირკვლებზე. ქოხების პროექტირებისა და მონტაჟის სამუშაოებში, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, შვეიცარიელებიც მონაწილეობენ.
სხვადასხვა ზომის (116 კვ მეტრიდან 255 კვ მეტრამდე) სამთო ქოხებში გათვალისწინებულია რამდენიმე საძინებელი ოთახი, საპირფარეშოები, საშხაპეები, დამხმარე და ნარჩენების ოთახები, სამზარეულო/კაფე და ვერანდა. ქოხები უზრუნველყოფილი იქნება ელექტორენერგიითა და წყლით, რისთვისაც მიმდინარეობს განახლებადი ენერგიის მზის პანელებისა და წყლის რეზერვუარების (სეპტიკების) სამონტაჟო სამუშაოები.
სამთო ქოხების აუცილებელი ინვენტარით აღჭურვას და ქოხებით სარგებლობის რეგულაციას უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების სააგენტო.
დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სირთულის საფეხმავლო ბილიკები და კომფორტული თავშესაფრები დააინტერესებს როგორც პროფესიონალ, ისე დამწყებ მოლაშქრეებს. სათავგადასავლო ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეიწყობს რეგიონში ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობის და ქვეყნის ცნობადობის ზრდას.
პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსეით ხორციელდება და მისი ღირებულება 27,1 მილიონ ლარზე მეტია.
სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები 2024 წლის ოქტომბერში დასრულდება.