https://sputnik-georgia.com/20240919/levan-ioseliani-reagireba-gansakutrebit-mkacri-unda-iyos-289962146.html
ლევან იოსელიანი: რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს
ლევან იოსელიანი: რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს
Sputnik საქართველო
კესარია აბრამიძის ცხედარი მისსავე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს საღამოს აღმოაჩინეს. 19.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-19T11:48+0400
2024-09-19T11:48+0400
2024-09-19T11:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ლგბტ-თემის პრობლემები
ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველოს სახალხო დამცველი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275531408_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_353459d1d0fad8c7b6772ee27842a72e.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში პირველი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელის მკაცრ დასჯას ითხოვს.კესარია აბრამიძის ცხედარი, რომელმაც 2014 წელს საჯაროდ განაცხადა სქესის შეცვლის შესახებ, მისსავე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს საღამოს აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, მის სხეულზე 10-ზე მეტი ჭრილობა აღენიშნებოდა. პოლიციამ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბრალდებული, 1998 წელს დაბადებული ბექა ჯაიანი უკვე დააკავა.შსს-ს ვერსიით, ბრალდებულმა 18 სექტემბერს დიდ დიღომში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 37 წლის კესარია აბრამიძეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მომხდარის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი იყო 1998 წელს დაბადებული ბექა ჯაიანი. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ, ხოლო კონფლიქტის მიზეზი კი აბრამიძის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტო გახდა - გარდაცვალების დღეს მან ჯაიანთან ერთად ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275531408_227:0:1870:1232_1920x0_80_0_0_ebb6451d4b20293472aacfdb08fe301a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ლგბტ-თემის პრობლემები , ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ლგბტ-თემის პრობლემები , ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი
ლევან იოსელიანი: რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს
11:48 19.09.2024 (განახლებულია: 11:49 19.09.2024) კესარია აბრამიძის ცხედარი მისსავე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს საღამოს აღმოაჩინეს.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში პირველი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელის მკაცრ დასჯას ითხოვს.
კესარია აბრამიძის ცხედარი, რომელმაც 2014 წელს საჯაროდ განაცხადა სქესის შეცვლის შესახებ, მისსავე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს საღამოს აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, მის სხეულზე 10-ზე მეტი ჭრილობა აღენიშნებოდა. პოლიციამ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბრალდებული, 1998 წელს დაბადებული ბექა ჯაიანი უკვე დააკავა.
„პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს“, - განაცხადა იოსელიანმა.
შსს-ს ვერსიით, ბრალდებულმა 18 სექტემბერს დიდ დიღომში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 37 წლის კესარია აბრამიძეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდარის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი იყო 1998 წელს დაბადებული ბექა ჯაიანი. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ, ხოლო კონფლიქტის მიზეზი კი აბრამიძის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტო გახდა - გარდაცვალების დღეს მან ჯაიანთან ერთად ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.