კესარია აბრამიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ვიდეო

© Courtesy of Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2024
გამოწერა
გამოძიება გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 26 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოდელის მეგობარი იყო, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ 18 სექტემბერს დიდ დიღომში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 37 წლის კესარია აბრამიძეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0