https://sputnik-georgia.com/20240918/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-18-seqtemberi-289943611.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 სექტემბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 სექტემბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 18.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-18T00:15+0400
2024-09-18T00:15+0400
2024-09-18T06:12+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/03/273629943_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_2634ca7b8a4eb0fbdfadaeb4c2002b6a.jpg
დღეს 2024 წლის 18 სექტემბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.სიზანტე, პასიურობა, აპათია, სიზარმაცე – დღევანდელი დღის მახასიათებლებია, მაგრამ ამის ფონზე ორგანიზმში მძლავრი ენერგია დაგროვდება, რომელმაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება „იფეთქოს“ – თუ რამე სახის კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, სიზარმაცის ნიშან–წყალიც აღარ დარჩება.ვერძი: დღეს თქვენი საქციელი ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დღეს ფარული ენერგიის უხვი მარაგი გაქვთ, თუმცა მისგან გათავისუფლება მხოლოდ საგანგებო რეჟიმშია შესაძლებელი. ასე რომ, თუ დღეს არანაირი ზეამოცანა არ გექნებათ, შესაძლებელია, რომ აპათია და სიზარმაცე დაგეუფლოთ. თუმცა, საკმარისია, რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს და აჩვენებთ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ.კურო: საკუთარი ემოციების გაკონტროლება და დამალვა, შესაძლოა, ეფექტური ხერხია გონებამოკრებილი ადამიანის შთაბეჭდილების დასატოვებლად, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, გრძნობებს გასაქანი მისცეთ. თუ ვინმემ ძალიან გაგაბედნიერათ ან ძალიან გაწყენინათ, აჩვენეთ მას თქვენი გრძნობები. ამ ადამიანმა უნდა იცოდეს,თქვენ რას განიცდით. საკუთარ თავში ჩაკეტვით წინსვლას ვერ შეუწყობთ ხელს.ტყუპი: დღეს ვარსკვლავები ვირტუალური რეალობის ფანტასტიკურ სამყაროში ჩაძირვას გირჩევენ. ამისთვის საკმარისია, საინტერესო წიგნი გადაშალოთ ან ფილმს უყუროთ. დანარჩენს თქვენი მდიდარი წარმოსახვა გააკეთებს. ეს დაგეხმარებათ, რომ დაისვენოთ ყოველდღიური საქმეებისგან და პოზიტიური ენერგიით დაიმუხტოთ იმის გათვალისწინებით, რომ ეს დღე კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად მაინც არახელსაყრელია.კირჩხიბი: დღეს აჯობებს, თუ ხელს არ მოჰკიდებთ ისეთ საქმეს, სადაც იძულებული ხართ, სხვების იმედზე იყოთ. გარშემომყოფებმა, ნებსით თუ უნებლიეთ, შესაძლოა, დაგაღალატონ. ეს ნებისმიერ საკითხს შეეხება, იქნება ეს სამუშაო თუ პირადი საქმე. ყველაფერი სათანადოდ რომ წარიმართოს, მხოლოდ ერთი ადამიანის იმედი უნდა გქონდეთ და ეს თქვენ ხართ. პროექტები, რომლებიც გუნდურ მუშაობას მოითხოვს, ჯობს, სამომავლოდ გადადოთ.ლომი: დღეს არის საფრთხე იმისა, რომ გარშემომყოფების მხრიდან თავდასხმების ობიექტი გახდეთ. ეს, პირველ რიგში, არაახლობელ ადამიანებსა და კოლეგებს ეხება, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ კრიტიკა თქვენი საყვარელი ადამიანის ან ახლო მეგობრისგანაც მოისმინოთ. ვინც არ უნდა იყოს, ამას აუცილებლად ინანებს – თქვენი გაბრაზება მას ძვირი დაუჯდება, საკადრის პასუხს მიიღებს.ქალწული: შესანიშნავი დღე გელოდებათ, როდესაც შეგიძლიათ წარმოაჩინოთ ლიდერის თვისებები. რაც მეტ წინააღმდეგობას შეხვდებით გზაზე, მით უკეთესი – შეხვალთ საბრძოლო აზარტში და მეტი აქტიურობით გადალახავთ ყველა ბარიერს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ „დაწვრილმანდეთ“ და ხელი იმ საქმეებს მოჰკიდოთ, რომლებშიც ყველაზე მეტ პოტენციალს ხედავთ. ენერგიულობა და მიზანსწრაფულობა წარმატებისკენ გიბიძგებთ.სასწორი: დღეს თქვენში თავდაჯერებულობა მოიკლებს და უსასრულო მერყეობა დაგეუფლებათ. ასეთი განწყობის გამო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. თუ გარემოება თქვენგან სწრაფ მოქმედებებს მოითხოვს, არის საშიშროება, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგათ. ეს რომ არ მოხდეს, ცივი გონება უნდა შეინარჩუნოთ და უფრო კარგი იქნება – თავი აარიდოთ ნებისმიერ საპასუხისმგებლო ნაბიჯს.მორიელი: სიტუაციამ შეიძლება გაიძულოთ, რომ რომელიმე გეგმაზე უარი თქვათ. თუ ასე მოხდა, ვარსკვლავები შეგუებას გირჩევენ. ასე დროთა განმავლობაში უფრო მოახერხებთ მიზანთან მიახლოებას. რაც ნამდვილად არ უნდა გააკეთოთ, ეს წუწუნია საკუთარ პრობლემებზე გარშემომყოფებთან. გახსოვდეთ, რომ ადამიანების უმრავლესობას თქვენი პრობლემები საერთოდ არ აინტერესებთ, ხოლო დანარჩენებს ეს გაახარებს კიდეც.მშვილდოსანი: დღეს თქვენში შინაგანი წონასწორობა სჭარბობს. გაქვთ სურვილი, რომ პოზიტივი სხვებსაც გაუზიაროთ. ამის წყალობით გვერდით მყოფების მიმართ მეტ მზრუნველობას გამოიჩენთ. შესაძლოა, ვინმეზე მეურვეობაც აიღოთ, მოუსმინოთ მას, დაეხმაროთ საქმეში ან კეთილი და სასარგებლო რჩევა მისცეთ. გარშემომყოფები მადლიერი დაგრჩებიან და ამაღლდებით როგორც მათ, ისე საკუთარ თვალში.თხის რქა: გაგაკვირვებთ ის, რომ გარშემომყოფები ფარულად ან აშკარად თქვენით მანიპულირებას ცდილობენ. ისინი, შესაძლოა, მხოლოდ კეთილი ზრახვებით, თქვენზე მბრძანებლობას შეეცდებიან. თქვენ კი ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა ჩვეულებრივზე მეტად გაგიჭირდებათ. მზად ხართ, ინიციატივა საკუთარი ხელიდან გაუშვათ. თუ ეს პერსპექტივა არ გხიბლავთ, მაშინ სიმტკიცე გამოიჩინეთ და „კისერზე წამოსკუპების“ უფლება არავის მისცეთ.მერწყული: დღეს ბობოქარი საქმიანობის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ თავშეკავება აუცილებელია – ზედმეტი არ მოგივიდეთ. ძალიან ადვილია, გზას ასცდეთ და რამე სავალალო შეცდომა დაუშვათ. უფრო მეტიც, შეცდომა, შესაძლოა, სულ მარტივ საკითხშიც დაუშვათ, რომელიც ხუთი თითივით იცით. სწორედ ამიტომ, პრობლემები რომ თავიდან აიცილოთ, ექსპერტები გირჩევენ, ტაიმ–აუტი აიღოთ და დაისვენოთ, საქმეები მოიცდის.თევზები: დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, ყველაფერს, რაც მოგწონთ: ჰობის, ფიტნესს, სპა–სალონს, საკვებს, შოპინგს... ეს თქვენზე ძალიან კარგად იმოქმედებს – მოდუნდებით და იგრძნობთ ჰარმონიას გარე და შინაგან სამყაროსთან. ხალხმრავლობა კი სულ არ მოგეწონებათ, გინდაც ირგვლივ მხოლოდ ახლობელი ადამიანები შეიკრიბონ. აჯობებს, თუ ორომტრიალს გაერიდებით და საკუთარ თავთან ან საყვარელ ადამიანთან მარტო დარჩებით.
https://sputnik-georgia.com/20221106/zodiaqos-nisnebi-berznuli-mitologia-271951659.html
https://sputnik-georgia.com/20231208/yvelaze-komunikabeluri-adamianebi-zodiaqos-mixedvit-284797502.html
https://sputnik-georgia.com/20230928/ra-asinebs-urtiertobebsi-zodiaqos-titoeulinisnis-warmomadgenlebs-282746061.html
https://sputnik-georgia.com/20230118/zodiaqo-karmuli-gza-274038554.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/03/273629943_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_be02339f9928dadd0652888eec8d56b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 სექტემბერი
00:15 18.09.2024 (განახლებულია: 06:12 18.09.2024) გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 18 სექტემბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
სიზანტე, პასიურობა, აპათია, სიზარმაცე – დღევანდელი დღის მახასიათებლებია, მაგრამ ამის ფონზე ორგანიზმში მძლავრი ენერგია დაგროვდება, რომელმაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება „იფეთქოს“ – თუ რამე სახის კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, სიზარმაცის ნიშან–წყალიც აღარ დარჩება.
ვერძი: დღეს თქვენი საქციელი ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დღეს ფარული ენერგიის უხვი მარაგი გაქვთ, თუმცა მისგან გათავისუფლება მხოლოდ საგანგებო რეჟიმშია შესაძლებელი. ასე რომ, თუ დღეს არანაირი ზეამოცანა არ გექნებათ, შესაძლებელია, რომ აპათია და სიზარმაცე დაგეუფლოთ. თუმცა, საკმარისია, რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს და აჩვენებთ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ.
კურო: საკუთარი ემოციების გაკონტროლება და დამალვა, შესაძლოა, ეფექტური ხერხია გონებამოკრებილი ადამიანის შთაბეჭდილების დასატოვებლად, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, გრძნობებს გასაქანი მისცეთ. თუ ვინმემ ძალიან გაგაბედნიერათ ან ძალიან გაწყენინათ, აჩვენეთ მას თქვენი გრძნობები. ამ ადამიანმა უნდა იცოდეს,თქვენ რას განიცდით. საკუთარ თავში ჩაკეტვით წინსვლას ვერ შეუწყობთ ხელს.
ტყუპი: დღეს ვარსკვლავები ვირტუალური რეალობის ფანტასტიკურ სამყაროში ჩაძირვას გირჩევენ. ამისთვის საკმარისია, საინტერესო წიგნი გადაშალოთ ან ფილმს უყუროთ. დანარჩენს თქვენი მდიდარი წარმოსახვა გააკეთებს. ეს დაგეხმარებათ, რომ დაისვენოთ ყოველდღიური საქმეებისგან და პოზიტიური ენერგიით დაიმუხტოთ იმის გათვალისწინებით, რომ ეს დღე კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად მაინც არახელსაყრელია.
კირჩხიბი: დღეს აჯობებს, თუ ხელს არ მოჰკიდებთ ისეთ საქმეს, სადაც იძულებული ხართ, სხვების იმედზე იყოთ. გარშემომყოფებმა, ნებსით თუ უნებლიეთ, შესაძლოა, დაგაღალატონ. ეს ნებისმიერ საკითხს შეეხება, იქნება ეს სამუშაო თუ პირადი საქმე. ყველაფერი სათანადოდ რომ წარიმართოს, მხოლოდ ერთი ადამიანის იმედი უნდა გქონდეთ და ეს თქვენ ხართ. პროექტები, რომლებიც გუნდურ მუშაობას მოითხოვს, ჯობს, სამომავლოდ გადადოთ.
ლომი: დღეს არის საფრთხე იმისა, რომ გარშემომყოფების მხრიდან თავდასხმების ობიექტი გახდეთ. ეს, პირველ რიგში, არაახლობელ ადამიანებსა და კოლეგებს ეხება, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ კრიტიკა თქვენი საყვარელი ადამიანის ან ახლო მეგობრისგანაც მოისმინოთ. ვინც არ უნდა იყოს, ამას აუცილებლად ინანებს – თქვენი გაბრაზება მას ძვირი დაუჯდება, საკადრის პასუხს მიიღებს.
ქალწული: შესანიშნავი დღე გელოდებათ, როდესაც შეგიძლიათ წარმოაჩინოთ ლიდერის თვისებები. რაც მეტ წინააღმდეგობას შეხვდებით გზაზე, მით უკეთესი – შეხვალთ საბრძოლო აზარტში და მეტი აქტიურობით გადალახავთ ყველა ბარიერს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ „დაწვრილმანდეთ“ და ხელი იმ საქმეებს მოჰკიდოთ, რომლებშიც ყველაზე მეტ პოტენციალს ხედავთ. ენერგიულობა და მიზანსწრაფულობა წარმატებისკენ გიბიძგებთ.
სასწორი: დღეს თქვენში თავდაჯერებულობა მოიკლებს და უსასრულო მერყეობა დაგეუფლებათ. ასეთი განწყობის გამო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. თუ გარემოება თქვენგან სწრაფ მოქმედებებს მოითხოვს, არის საშიშროება, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგათ. ეს რომ არ მოხდეს, ცივი გონება უნდა შეინარჩუნოთ და უფრო კარგი იქნება – თავი აარიდოთ ნებისმიერ საპასუხისმგებლო ნაბიჯს.
28 სექტემბერი 2023, 14:15
მორიელი: სიტუაციამ შეიძლება გაიძულოთ, რომ რომელიმე გეგმაზე უარი თქვათ. თუ ასე მოხდა, ვარსკვლავები შეგუებას გირჩევენ. ასე დროთა განმავლობაში უფრო მოახერხებთ მიზანთან მიახლოებას. რაც ნამდვილად არ უნდა გააკეთოთ, ეს წუწუნია საკუთარ პრობლემებზე გარშემომყოფებთან. გახსოვდეთ, რომ ადამიანების უმრავლესობას თქვენი პრობლემები საერთოდ არ აინტერესებთ, ხოლო დანარჩენებს ეს გაახარებს კიდეც.
მშვილდოსანი: დღეს თქვენში შინაგანი წონასწორობა სჭარბობს. გაქვთ სურვილი, რომ პოზიტივი სხვებსაც გაუზიაროთ. ამის წყალობით გვერდით მყოფების მიმართ მეტ მზრუნველობას გამოიჩენთ. შესაძლოა, ვინმეზე მეურვეობაც აიღოთ, მოუსმინოთ მას, დაეხმაროთ საქმეში ან კეთილი და სასარგებლო რჩევა მისცეთ. გარშემომყოფები მადლიერი დაგრჩებიან და ამაღლდებით როგორც მათ, ისე საკუთარ თვალში.
თხის რქა: გაგაკვირვებთ ის, რომ გარშემომყოფები ფარულად ან აშკარად თქვენით მანიპულირებას ცდილობენ. ისინი, შესაძლოა, მხოლოდ კეთილი ზრახვებით, თქვენზე მბრძანებლობას შეეცდებიან. თქვენ კი ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა ჩვეულებრივზე მეტად გაგიჭირდებათ. მზად ხართ, ინიციატივა საკუთარი ხელიდან გაუშვათ. თუ ეს პერსპექტივა არ გხიბლავთ, მაშინ სიმტკიცე გამოიჩინეთ და „კისერზე წამოსკუპების“ უფლება არავის მისცეთ.
მერწყული: დღეს ბობოქარი საქმიანობის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ თავშეკავება აუცილებელია – ზედმეტი არ მოგივიდეთ. ძალიან ადვილია, გზას ასცდეთ და რამე სავალალო შეცდომა დაუშვათ. უფრო მეტიც, შეცდომა, შესაძლოა, სულ მარტივ საკითხშიც დაუშვათ, რომელიც ხუთი თითივით იცით. სწორედ ამიტომ, პრობლემები რომ თავიდან აიცილოთ, ექსპერტები გირჩევენ, ტაიმ–აუტი აიღოთ და დაისვენოთ, საქმეები მოიცდის.
თევზები: დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, ყველაფერს, რაც მოგწონთ: ჰობის, ფიტნესს, სპა–სალონს, საკვებს, შოპინგს... ეს თქვენზე ძალიან კარგად იმოქმედებს – მოდუნდებით და იგრძნობთ ჰარმონიას გარე და შინაგან სამყაროსთან. ხალხმრავლობა კი სულ არ მოგეწონებათ, გინდაც ირგვლივ მხოლოდ ახლობელი ადამიანები შეიკრიბონ. აჯობებს, თუ ორომტრიალს გაერიდებით და საკუთარ თავთან ან საყვარელ ადამიანთან მარტო დარჩებით.