https://sputnik-georgia.com/20240917/ruset-ukrainis-konfliqti-289930781.html
ევროკომისია: გაყინული რუსული აქტივებიდან პირველი შემოსავალი უკრაინაზე დაიხარჯა
ევროკომისია: გაყინული რუსული აქტივებიდან პირველი შემოსავალი უკრაინაზე დაიხარჯა
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ევროკავშირში გაყინული რუსული სუვერენული აქტივებიდან მიღებული პირველი შემოსავალი ძირითადად უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვისა და... 17.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-17T17:41+0400
2024-09-17T17:41+0400
2024-09-17T17:41+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
კომპანიების ახალი ამბები
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
რუსეთი
საქართველო
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277030108_0:126:3195:1923_1920x0_80_0_0_64c8c2915f818cdeecd96898f5faaacb.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ევროკავშირში გაყინული რუსული სუვერენული აქტივებიდან მიღებული პირველი შემოსავალი ძირითადად უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე დაიხარჯა, განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ევროპარლამენტის სხდომაზედომბროვსკის თქმით, მუშაობა ოპერატიულად მიმდინარეობს და წევრ ქვეყნებთან კონტრაქტებიც გაფორმებულია. ამასთან ევროკომისია ელოდება, რომ ძირითადი მიწოდება წლის ბოლომდე განხორციელდება. მანამდე, აგვისტოს ბოლოს, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის საჭიროებებისთვის უკვე გადარიცხა პირველი 1,4 მილიარდი ევრო, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივებიდანაა მიღებული შემოსავლის სახით. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ამ ქმედებებს ქურდობა უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამას სამართლებრივი შედეგები მოჰყვება. როგორც რუსული მედია წერს, უკრაინასთან კონფლიქტის შემდეგ, ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა რუსეთის სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარი გაყინეს, რაც დაახლოებით 300 მილიარდ ევროს შეადგენს. აქედან 200 მილიარდ ევროზე მეტი ევროკავშირშია – ძირითადად ბელგიური Euroclear-ის ანგარიშებზე.
საქართველო
უკრაინა
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277030108_232:0:2963:2048_1920x0_80_0_0_55318d6916c403efa090648c19805d11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, კომპანიების ახალი ამბები, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთი, საქართველო, უკრაინა , ევროკავშირი , ევროკომისია
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, კომპანიების ახალი ამბები, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთი, საქართველო, უკრაინა , ევროკავშირი , ევროკომისია
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ევროკავშირში გაყინული რუსული სუვერენული აქტივებიდან მიღებული პირველი შემოსავალი ძირითადად უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე დაიხარჯა, განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ევროპარლამენტის სხდომაზე
„პირველი ტრანში, რომელიც რუსული იმობილიზებული აქტივების საგანგებო შემოსავლებს ეხება, უკვე გამოყოფილია – 1,4 მილიარდი უკვე გადაირიცხა ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით ყველაზე საჭირო მარაგების, უპირველესად კი საარტილერიო ჭურვებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძენად“, – თქვა მან.
დომბროვსკის თქმით, მუშაობა ოპერატიულად მიმდინარეობს და წევრ ქვეყნებთან კონტრაქტებიც გაფორმებულია. ამასთან ევროკომისია ელოდება, რომ ძირითადი მიწოდება წლის ბოლომდე განხორციელდება.
მანამდე, აგვისტოს ბოლოს, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის საჭიროებებისთვის უკვე გადარიცხა პირველი 1,4 მილიარდი ევრო, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივებიდანაა მიღებული შემოსავლის სახით. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ამ ქმედებებს ქურდობა უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამას სამართლებრივი შედეგები მოჰყვება.
როგორც რუსული მედია წერს, უკრაინასთან კონფლიქტის შემდეგ, ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა რუსეთის სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარი გაყინეს, რაც დაახლოებით 300 მილიარდ ევროს შეადგენს. აქედან 200 მილიარდ ევროზე მეტი ევროკავშირშია – ძირითადად ბელგიური Euroclear-ის ანგარიშებზე.