https://sputnik-georgia.com/20240917/iuridiulma-komitetma-dnm-bazis-sheqmnas-mxari-dauchira-289919807.html
იურიდიულმა კომიტეტმა დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
იურიდიულმა კომიტეტმა დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
პროექტი მიხედვით, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, მისივე თანხმობით. 17.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-17T10:29+0400
2024-09-17T10:29+0400
2024-09-17T10:50+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275807137_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_423b211228b79793150a4f09494471b0.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტი, თანმხლებ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნა დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო იქნება ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. ამასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები. გარდა ამისა, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის მისივე თანხმობით დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.როგორც კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, დნმ-ის ბიოლოგიური ნიმუშის აღების უფლებამოსილება ექნებათ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო დნმ-ის მონაცემთა ბაზის მართვას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს.კანონპროექტის თანახმად, ბიოლოგიური ნიმუში გენეტიკური პროფილის შექმნისთანავე განადგურდება. რაც შეეხება გენეტიკური პროფილის შენახვის ვადებს, ის დიფერენცირებული იქნება ბიოლოგიური ნიმუშის სავალდებულო პროფილირებას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიებისა და პირის ასაკის მიხედვით.პროექტის გათვალისწინებით, გენეტიკური პროფილი ინახება შემდეგი ვადით:არასრულწლოვანი მსჯავრდებულის:პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი გენეტიკური პროფილი გარდაცვალებიდან 10 წლის ვადით შეინახება.გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია კანონის 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედება, პენიტენციურ დაწესებულებებს კი ექნებათ ორწლიანი გარდამავალი ვადა, რომ არსებული მსჯავრდებულთა ბაზიდან მოახდინონ მონაცემების აღება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275807137_236:0:2967:2048_1920x0_80_0_0_8b7e1bd0a02de39608458bf040362f49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
იურიდიულმა კომიტეტმა დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
10:29 17.09.2024 (განახლებულია: 10:50 17.09.2024) პროექტი მიხედვით, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, მისივე თანხმობით.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტი, თანმხლებ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნა დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო იქნება ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. ამასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები. გარდა ამისა, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის მისივე თანხმობით დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.
როგორც კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, დნმ-ის ბიოლოგიური ნიმუშის აღების უფლებამოსილება ექნებათ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო დნმ-ის მონაცემთა ბაზის მართვას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს.
„ცვლილების ძირითად მიზანს წარმოადგენს, ქვეყანაში შეიქმნას ერთიანი, ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზა, რომელსაც ექნება სხვადასხვა დანიშნულება და, პირველ რიგში, ეს არის დანაშაულის დროული აღკვეთა, გამოვლენა, პრევენცია და გამოძიების ეფექტურად ჩატარება. გარდა ამისა, დაკარგული და გაუჩინარებული პირების იდენტიფიცირება“, – განაცხადა დარახველიძემ.
კანონპროექტის თანახმად, ბიოლოგიური ნიმუში გენეტიკური პროფილის შექმნისთანავე განადგურდება. რაც შეეხება გენეტიკური პროფილის შენახვის ვადებს, ის დიფერენცირებული იქნება ბიოლოგიური ნიმუშის სავალდებულო პროფილირებას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიებისა და პირის ასაკის მიხედვით.
პროექტის გათვალისწინებით, გენეტიკური პროფილი ინახება შემდეგი ვადით:
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისთვის − 75 წლით;
მძიმე დანაშაულისთვის − 50 წლით;
ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − 30 წლით;
დანაშაულის რეციდივისთვის − 75 წლით.
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის:
პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი გენეტიკური პროფილი გარდაცვალებიდან 10 წლის ვადით შეინახება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია კანონის 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედება, პენიტენციურ დაწესებულებებს კი ექნებათ ორწლიანი გარდამავალი ვადა, რომ არსებული მსჯავრდებულთა ბაზიდან მოახდინონ მონაცემების აღება.