https://sputnik-georgia.com/20240916/tbilisshi-samxedroebistvis-43-axali-korpusi-ashendeba-289913954.html
ბინები შეღავათიანი პირობებით: სამხედრო მოსამსახურეებისთვის 43 ახალი კორპუსი აშენდება
ბინები შეღავათიანი პირობებით: სამხედრო მოსამსახურეებისთვის 43 ახალი კორპუსი აშენდება
Sputnik საქართველო
კობახიძის განცხადებით, ასეთი ინიციატივები აამაღლებს სამხედროების მოტივაციას და გაზრდის სამხედრო სამსახურში ჩართვის სურვილს. 16.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-16T17:00+0400
2024-09-16T17:00+0400
2024-09-16T17:00+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/14/277858332_0:85:1024:661_1920x0_80_0_0_029f6fe08c31ec42a59d082aaa0537bf.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. იწყება ახალი, მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1,2 ათას სამხედრო მოსამსახურეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქართულ ჯარზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია და ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხედრო მოსამსახურეების დაფასებას.სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნისთვის მასშტაბური პროექტის განხორციელება 2020 წლის შემოდგომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო, რომელიც იმ დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. თბილისში, მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის" მშენებლობა, სადაც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ბინების შეღავათიან ფასებში შესყიდვა შეუძლიათ, 2023 წლის ოქტომბერში დასრულდა.როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი გაგრძელდება და ამისთვის თანხები 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება.მთავრობის მეთაურის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეები 1 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან, ასევე იმოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება. სამხედრო მოსამსახურეები შეძლებენ 50, 80 და 110 კვადრატული მეტრი ფართობის, თეთრი კარკასის მდგომარეობაში არსებული ბინების შესყიდვას უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით.საცხოვრებელი ფართის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულებაა 200 დოლარი, მაგრამ სამხედროებს ამ თანხის დაახლოებით ნახევრის გადახდა მოუწევთ. ამასთან, ისინი შეძლებენ არა საბანკო კრედიტის, არამედ უპროცენტო შიდა სესხის აღებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/14/277858332_68:0:972:678_1920x0_80_0_0_b08b6691869ff98daea25dc4a02ace13.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
ბინები შეღავათიანი პირობებით: სამხედრო მოსამსახურეებისთვის 43 ახალი კორპუსი აშენდება
კობახიძის განცხადებით, ასეთი ინიციატივები აამაღლებს სამხედროების მოტივაციას და გაზრდის სამხედრო სამსახურში ჩართვის სურვილს.
თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. იწყება ახალი, მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1,2 ათას სამხედრო მოსამსახურეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქართულ ჯარზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია და ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხედრო მოსამსახურეების დაფასებას.
სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნისთვის მასშტაბური პროექტის განხორციელება 2020 წლის შემოდგომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო, რომელიც იმ დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. თბილისში, მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის" მშენებლობა, სადაც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ბინების შეღავათიან ფასებში შესყიდვა შეუძლიათ, 2023 წლის ოქტომბერში დასრულდა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი გაგრძელდება და ამისთვის თანხები 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება.
„მომავალშიც გაგრძელდება ეს პროექტი, ამას უზრუნველყოფს ჩვენი ახალი თავდაცვის კოდექსი. და, ბუნებრივია, ასეთი ინიციატივები გააუმჯობესებს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახების სოციალურ პირობებს, აამაღლებს სამხედროების მოტივაციას და გაზრდის სამხედრო სამსახურში ჩართვის სურვილს, ზოგადად კი, ეს ყველაფერი გააძლიერებს ქართულ ჯარს, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეები 1 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან, ასევე იმოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება. სამხედრო მოსამსახურეები შეძლებენ 50, 80 და 110 კვადრატული მეტრი ფართობის, თეთრი კარკასის მდგომარეობაში არსებული ბინების შესყიდვას უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით.
საცხოვრებელი ფართის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულებაა 200 დოლარი, მაგრამ სამხედროებს ამ თანხის დაახლოებით ნახევრის გადახდა მოუწევთ. ამასთან, ისინი შეძლებენ არა საბანკო კრედიტის, არამედ უპროცენტო შიდა სესხის აღებას.