https://sputnik-georgia.com/20240916/kaladze-mmartveli-partia-mixael-rotistan-shexvedras-ar-apirebs-289914255.html
კალაძე: მმართველი პარტია ბუნდესტაგის წარმომადგენელთან შეხვედრას არ აპირებს
კალაძე: მმართველი პარტია ბუნდესტაგის წარმომადგენელთან შეხვედრას არ აპირებს
Sputnik საქართველო
როთი იყო ერთ-ერთი იმ ხუთი ევროპელი დეპუტატიდან, ვინც მონაწილეობა მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ 14 მაისს თბილისში გამართულ... 16.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-16T16:29+0400
2024-09-16T16:29+0400
2024-09-16T16:29+0400
საქართველო
გერმანია
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042771_0:52:1280:773_1920x0_80_0_0_30a713d70f84c14c00bd44eafc661a97.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ქართველი ხალხისა და სარწმუნოების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთისთან შეხვედრის აუცილებლობას ვერ ხედავენ, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.როთი, რომელმაც მაისში მონაწილეობა მიიღო თბილისში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში, თბილისში ჩამოვიდა. 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთში დაგეგმილი ვიზიტების შესახებ პოლიტიკოსმა გასულ კვირაში სოციალური ქსელ X-ზე დაწერა.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელმა უნდა ისაუბროს სიმართლე და „თეთრზე თეთრი თქვას და შავზე-შავი”.კალაძის თქმით, როთის ჩამოსვლა „ქართული ოცნებისთვის“ საინტერესო არ არის, რადგანაც ახლა ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.როთი იყო ერთ-ერთი იმ ხუთი ევროპელი დეპუტატიდან, ვინც მონაწილეობა მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ 14 მაისს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს. პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.საპროტესტო აქციებს ასევე შეუერთდნენ და შეკრებილთ სოლიდარობა გამოუცხადეს: ჩეხეთის - პაველ ფიშერი, პოლონეთის - ბოგდან კლიხი, ლიეტუვის - ჟიგიმანტას პავილიონისი და ფინეთის - სებასტიან ტინკინენი - პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა.მიხაელ როთიმ მმართველ პარტიას „ქართული კოშმარი“ უწოდა და ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდა.გარდა ამისა, მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ხელისუფლების მისამართით განაცხადა, „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება - ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის".
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042771_97:0:1236:854_1920x0_80_0_0_a386af6684d4b7ad01d8d0b82a3c3d27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ახალი ამბები, კახა კალაძე
საქართველო, გერმანია , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ახალი ამბები, კახა კალაძე
კალაძე: მმართველი პარტია ბუნდესტაგის წარმომადგენელთან შეხვედრას არ აპირებს
როთი იყო ერთ-ერთი იმ ხუთი ევროპელი დეპუტატიდან, ვინც მონაწილეობა მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ 14 მაისს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ქართველი ხალხისა და სარწმუნოების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთისთან შეხვედრის აუცილებლობას ვერ ხედავენ, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
როთი, რომელმაც მაისში მონაწილეობა მიიღო თბილისში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში, თბილისში ჩამოვიდა. 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთში დაგეგმილი ვიზიტების შესახებ პოლიტიკოსმა გასულ კვირაში სოციალური ქსელ X-ზე დაწერა.
„ეს ადამიანი ქართველი ხალხის და რწმენის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი განცხადებებით დაგვამახსოვრდა. მისგან ჩვენი ქვეყნისა და მშვიდობის წინააღმდეგ განცხადებები გვესმის. რატომ უნდა შევხვდეთ ან რაზე უნდა ვისაუბროთ შეურაცხყოფისა და სიცრუის გამავრცელებელ ადამიანთან?“ - განაცხადა კალაძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელმა უნდა ისაუბროს სიმართლე და „თეთრზე თეთრი თქვას და შავზე-შავი”.
კალაძის თქმით, როთის ჩამოსვლა „ქართული ოცნებისთვის“ საინტერესო არ არის, რადგანაც ახლა ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„მე არც მიზანი ვიცი, რისთვის ჩამოვიდა საქართველოში და გულწრფელად გეტყვით, ინტერესიც არა მაქვს იმიტომ, რომ ჩვენ საარჩევნო კამპანიაში ვმონაწილეობთ, ყოველდღე ვხვდებით ამომრჩეველს. ჩემთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაა", - განაცხადა კალაძემ.
როთი იყო ერთ-ერთი იმ ხუთი ევროპელი დეპუტატიდან, ვინც მონაწილეობა მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ 14 მაისს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს. პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
საპროტესტო აქციებს ასევე შეუერთდნენ და შეკრებილთ სოლიდარობა გამოუცხადეს: ჩეხეთის - პაველ ფიშერი, პოლონეთის - ბოგდან კლიხი, ლიეტუვის - ჟიგიმანტას პავილიონისი და ფინეთის - სებასტიან ტინკინენი - პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა.
მიხაელ როთიმ მმართველ პარტიას „ქართული კოშმარი“ უწოდა და ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდა.გარდა ამისა, მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ხელისუფლების მისამართით განაცხადა, „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება - ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის".