https://sputnik-georgia.com/20240915/xulo-zarzmis-gzis-remonti-aqtiurad-mimdinareobs-289904555.html
უმოკლესი გზა ბათუმიდან ახალციხემდე: ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიდის
უმოკლესი გზა ბათუმიდან ახალციხემდე: ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიდის
Sputnik საქართველო
განახლებული გზით ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1,5 სთ-ით შემცირდება. 15.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-15T19:42+0400
2024-09-15T19:42+0400
2024-09-15T19:42+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
აჭარა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0f/289903780_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_845da1456857adc91cc08a5f7fbd55a3.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო–ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია აქტიურად გრძელდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.ხულო–ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მიდის. განახლებული გზის წყალობით ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება.გზის 31-კილომეტრიან მონაკვეთზე უკვე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი, გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე მისვლა კი რეაბილიტირებული გზით არის შესაძლებელი. ასევე რეაბილიტირებულია გზა კურორტ ბეშუმის გადასახვევამდეც. სამუშაოები აქტიურად გრძელდება გზის დარჩენილ მონაკვეთებზე.პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი იგება 2 ზოლიან გზაზე და ინტენსიური საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს რელიეფისა და რთული გეოლოგიური პირობების გამო განვითარებულ მეწყრულ უბნებზე.ხულო-ზარზმის გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს აკავშირებს ბათუმთან და თბილისთან. მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას.როგორც მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია აჭარის მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაზე ზრუნვა და 2024 წლის ბოლომდე საქართველოში 90 კმ გზა აშენდება.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0f/289903780_188:0:1313:844_1920x0_80_0_0_0090fb138cbedf3db761fbc88ffa6f9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
უმოკლესი გზა ბათუმიდან ახალციხემდე: ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიდის
განახლებული გზით ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1,5 სთ-ით შემცირდება.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო–ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია აქტიურად გრძელდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ხულო–ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მიდის. განახლებული გზის წყალობით ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება.
პროექტი ორ მონაკვეთადაა დაყოფილი, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჯამში 47-კილომეტრიან გზას უტარდება. პირველი მონაკვეთი ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდება მეორე კი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების საერთო ღირებულება 95,7 მლნ ლარს შეადგენს.
გზის 31-კილომეტრიან მონაკვეთზე უკვე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი, გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე მისვლა კი რეაბილიტირებული გზით არის შესაძლებელი.
ასევე რეაბილიტირებულია გზა კურორტ ბეშუმის გადასახვევამდეც. სამუშაოები აქტიურად გრძელდება გზის დარჩენილ მონაკვეთებზე.
პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი იგება 2 ზოლიან გზაზე და ინტენსიური საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს რელიეფისა და რთული გეოლოგიური პირობების გამო განვითარებულ მეწყრულ უბნებზე.
ხულო-ზარზმის გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს აკავშირებს ბათუმთან და თბილისთან. მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას.
როგორც მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია აჭარის მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაზე ზრუნვა და 2024 წლის ბოლომდე საქართველოში 90 კმ გზა აშენდება.