წლის საუკეთესო მასწავლებლებს ეროვნული პრემია გადასცეს

© courtesy of Gudavadze Patarkatsishvili Foundationმასწავლებლების დაჯილდოება
მასწავლებლების დაჯილდოება - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2024
გამოწერა
მასწავლებლებს ფულადი ჯილდო - 10 ათასი ლარი გადაეცათ.
თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი 10 მასწავლებელს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მასწავლებლის ეროვნული პრემია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წელს დაწესდა. ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 ათასი ლარის ოდენობით.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში 13 სექტემბერს გაიმართა.
სამინისტროს ცნობით, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ:
გორის მე-8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ვერა სომხიშვილი;
თბილისის 28-ე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი, თამარ ადამია;
ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი, ივანე გოქაძე;
დედოფლისწყაროს პირველი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ეკა სეფიაშვილი;
ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფლის სკოლის სპორტის მასწავლებელი, ნანი კირკიტაძე;
გორის მე-5 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი, ნანა წიწუაშვილი;
სენაკის პირველი სკოლის ხელოვნების მასწავლებელი, მამუკა კუჭავა;
თელავის მე-4 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, ეკატერინე გურგენაშვილი;
ბათუმის მეორე სკოლის დაწყებითი კლასების და გეოგრაფიის მასწავლებელი, ანა ანუშიძე;
ახალციხის მეორე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი, ზურაბ ინასარიძე.
კონკურსში მთელი საქართველოს მასშტაბით ჯამში 2 ათასზე მეტი პედაგოგი იღებდა მონაწილეობას.
უწყების ცნობით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეირჩა მასწავლებლები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა თუ თემის განვითარებაში. ამის შემდეგ 10 გამარჯვებული სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა.
ყველა ახალი ამბავი
0