საქართველო და ჩინეთი შუა დერეფნის ერთობლივ განვითარებაზე შეთანხმდნენ

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველოსა და ჩინეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესახებ
საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესახებ - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2024
გამოწერა
მემორანდუმის შედეგად საქართველო შეძლებს მეტი ტვირთების მოზიდვას, რაც გაზრდის მისი, როგორც რეგიონული ჰაბის, მნიშვნელობას, განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს „შუა დერეფნის“ ერთობლივი განვითარების შესახებ, რაც ადასტურებს ჩინეთის მხარის მზაობას, აქტიურად გამოიყენოს ეს მარშრუტი ევროპასთან დასაკავშირებლად, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა „ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის სატრანსპორტო დერეფნების, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) განვითარების შესახებ“ ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოაწერა ხელი.
ხელმოწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიაში გაიმართა და მას ხელი ლევან დავითაშვილმა და კომისიის ვიცე-თავმჯდომარემ ჭაო ჩენსინმა მოაწერეს.
„დოკუმენტზე ხელმოწერა ადასტურებს ჩინეთის მხარის მზაობას და დაინტერესებას, აქტიურად გამოიყენოს შუა დერეფანი როგორც ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტი ევროპასთან დასაკავშირებლად“, - განაცხადა დავითაშვილმა.
შედეგად საქართველო უფრო მეტი ტვირთის მოზიდვას შეძლებს, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, მნიშვნელობას, განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველოსა და ჩინეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესახებ
Правительства Грузии и Китая подписали меморандум о совместном развитии Среднего коридора - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2024
საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესახებ
დავითაშვილის თქმით, მემორანდუმის გაფორმება აძლევს საქართველოს შესაძლებლობას დაამყაროს უფრო მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან, მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები ქვეყანაში და ასევე, გაზარდოს ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი.
მემორანდუმის მნიშვნელობა
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შუა დერეფნის უფრო მეტად გააქტიურებისა და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით.
მემორანდუმში აღინიშნა, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოსაზიდად, მათ შორის, მარშრუტების ოპტიმიზების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების გზით, აგრეთვე საბაჟო, სატრანსპორტო უსაფრთხოებისა და გაციფროვნების საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებით.
მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის გავლით ჩინეთიდან ევროპაში და უკუმიმართულებით ტვირთნაკადების ზრდას და ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.
ხელმოწერამდე, ლევან დავითაშვილმა და ჭაო ჩენსინმა საქართველოს - ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის გაფორმებულმა დეკლარაციამ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ორი ქვეყნის ურთიერთობები თანამშრომლობის გაცილებით მაღალ დონეზე გადაიყვანა.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივლისში 11,6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველოსა და ჩინეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესახებ
Правительства Грузии и Китая подписали меморандум о совместном развитии Среднего коридора - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2024
საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესახებ
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე მსხვილი სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტები, რომელთა ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის განვითარებას.
მათ შორის, ყურადღება გამახვილდა რკინიგზის მოდერნიზაციაზე, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე. აღინიშნა, რომ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფანში ტვირთნაკადის ბოლოდროინდელი მზარდი დინამიკა - 2024 წლის იანვარი - ივლისის პერიოდში შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა დაახლოებით ექვსჯერ გაიზარდა.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ფოკუსირებული.
„შუა დერეფნის" როლი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
2023 წელს „შუა დერეფნის“ გავლით გადაზიდულია 2,7 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2022 წელთან შედარებით 86%-ით მეტია. ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.
„შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მოქმედი შეთანხმებების გათვალისწინებით, საქართველოს სატრანზიტო როლს ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებული როლი უკავია. საქართველოს როლის გაძლიერებისთვის ხორციელდება აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასის ნაწილის მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით აზიას და ევროპას აკავშირებს.
ყველა ახალი ამბავი
0