რომელ დაცულ ტერიტორიებს სტუმრობენ საქართველოში ყველაზე ხშირად

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2024
გამოწერა
ვიზიტორები უპირატესობას მარტივ ეკოტურისტულ ობიექტებს და ბუნების ძეგლებს ანიჭებენ.
თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. დაცულმა ტერიტორიების სააგენტომ საქართველოში ყველაზე მონახულებადი ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
სააგენტოს ცნობით, ვიზიტორები უპირატესობას მარტივ ეკოტურისტულ ობიექტებს და ბუნების ძეგლებს ანიჭებენ, სადაც კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურაა წარმოდგენილი.
ვიზიტორთა გაზრდილი ნაკადით გამოირჩევა:
ნავენახევის მღვიმე - 33%
სათაფლია - 20%
მარტვილის კანიონი - 12%
პრომეთეს მღვიმე - 10%
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნავენახევის მღვიმე შედარებით ახალი ეკოტურისტული ობიექტია და ვიზიტორთა მხრიდან სწრაფად მზარდი ინტერესით გამოირჩევა. 2024 წლის 8 თვის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, რეკორდული ზრდა 33% სწორედ ნავენახევის მღვიმეში დაფიქსირდა.
ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მონახულებად 5 დაცულ ტერიტორიას შორისაა პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი, რომლებსაც ჯამში 700 ათასამდე ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
უწყების ცნობით, საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი და, შესაბამისად, მათი რაოდენობაც. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად პირველ ხუთეულში ინდოეთიც მოექცა.
ყველა ახალი ამბავი
0