დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 სექტემბერი

© unsplash/Javier Allegue Barrosგზასაყარი
გზასაყარი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 14 სექტემბერია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
არ მოდუნდეთ, თუ მოვლენები აუჩქარებლად განვითარდება – სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება 180 გრადუსით შეიცვალოს; გრძნობებმა მოულოდნელად იფეთქოს და სრულიად გაურკვეველი მიმართულებით წაგიყვანოთ. დღევანდელ ცვლილებებს საბედისწერო ცვლილებების გამოწვევა შეუძლია, მაგრამ შედეგის გათვლას ნუ ეცდებით – მაინც არაფერი გამოგივათ. თუ არ გიყვართ მოულოდნელობები, მაშინ ჯობს, სახლიდან არ გახვიდეთ, და თუ გახვალთ, ბედსა და ინტუიციას მიენდეთ.
ვერძი: არაპროგნოზირებადი დღეა, წარმატების მიღწევა ყველაზე არასტანდარტული მეთოდებით შეგიძლიათ. თუ რომელიმე სფეროში დაგეგმილი გაქვთ ცვლილებები, თამამი ნაბიჯის გადადგმა ან ექსპერიმენტი, ამ დღეს ამის გაკეთება თავისუფლად შეგიძლიათ. არცთუ საიმედო პროექტებმაც კი, შესაძლოა, „ათიანში“ გაარტყას. ამასთან, ძალზე ხელსაყრელი დღეა სიყვარულისთვის – სასიამოვნოდ შეგიძლიათ გააოცოთ თქვენი პარტნიორი.
ბროლის ბურთი  - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2023
რა ბედი არგუნა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განგებამ
კურო: დღეს წინა პლანზე ლიდერისა და ორგანიზატორის ნიჭი წამოიწევს. გარშემომყოფები ირგვლივ იტრიალებენ, თქვენ მხოლოდ უნდა გაუძღვეთ მათ და მიმართულება მისცეთ. ოჯახში და მეგობრების წრეში შეგიძლიათ პიკნიკის ან წვეულების მოწყობა, სამუშაოსთან დაკავშირებულ სფეროებში კი თავის გამოჩენა და კოლეგებისა და ხელმძღვანელობისთვის ორგანიზატორული ნიჭის ჩვენება. კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ კარიერულ კიბეზე წინ წაიწიოთ.
ტყუპი: მოულოდნელობებისა და აღმოჩენების დღე გელოდებათ. შესაძლოა, მოვლენებმა გაიძულოთ აზრის შეცვლა რამე საკითხთან დაკავშირებით, ან ირგვლივ მყოფთაგან ვინმემ თქვენი გაოცება შეძლოს. ასევე არაა გამორიცხული, რომ ადამიანი, რომელზეც უკვე გაქვთ თქვენი შთაბეჭდილება შექმნილი, სულ სხვა ამპლუაში წარდგეს თქვენ წინაშე. ან, სულაც, თვითონ შეიძლება გააკეთოთ ისეთი რამ, რაც საერთოდ არ გჩვევიათ და ყველა გააკვირვოთ.
კირჩხიბი: დღეს თქვენს ცხოვრებაში ისეთი მოვლენები ან სიახლეები შეიძლება შემოიჭრას, რომლებსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ეს სიახლეები ნებისმიერ რამეს შეიძლება ეხებოდეს: მოგზაურობას, შეხვედრას, ნაცნობობას, მოულოდნელად გაჩენილ გრძნობას, ახალი სამუშაოს შემოთავაზებას... არ მიუშვათ სიტუაცია თავის ნებაზე და გადაწყვეტილება ცივი გონებით მიიღეთ. მოვლენამ შეიძლება თქვენი ცხოვრება ძირეულად შეცვალოს – შეხვედრა საბედისწერო იყოს, ხოლო გრძნობა მთელი ცხოვრება გაგყვეთ.
ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა
ლომი: დღეს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, იხელმძღვანელებთ არა ლოგიკით, არამედ ინტუიციით: ლოგიკა არ მოგცემთ საშუალებას, ზუსტად გაიგოთ, რისი გაკეთებაა საჭირო, ხოლო ინტუიცია დღეს ძალიან მაღალ დონეზე იქნება. ამის წყალობით მინიშნებებს ქვეცნობიერი გიკარნახებთ – დააკვირდით სიზმარს ღამით, ხოლო დღისით გულისკარნახს მოუსმინეთ. დღეს არ შეიძლება ინტუიციის იგნორირება – ის გიკარნახებთ, როდის და როგორ უნდა იმოქმედოთ.
ქალწული: დღეს ახლობელ ადამიანთან ურთიერთობებში დაძაბულობაა მოსალოდნელი. შესაძლოა, ამ ადამიანზე რამე მოულოდნელი ფაქტი შეიტყოთ, ან მასში უარყოფითი თვისება დაინახოთ. ან, იქნებ, ძალზე მომთხოვნი ხართ გვერდით მყოფების მიმართ? ან სადავო საკითხებში დათმობის არანაირი სურვილი არ გაქვთ? კარგად დაფიქრდით, იქნებ არ ღირს ბუზის სპილოდ გადაქცევა? ხანდახან გაღიზიანებისა და მრისხანების მიზეზი არცთუ დამაჯერებელია – იფიქრეთ ამაზე.
სასწორი: ასტროლოგები გირჩევენ, დღე ისე ადგილას გაატაროთ, სადაც სიცოცხლე ჩქეფს, მხიარულებაა. სად წახვალთ, ეს თქვენზეა დამოკიდებული – საითაც გული გაგიწევთ, მთავარია, რომ ორომტრიალში ჩაერთოთ, ადამიანებთან ურთიერთობები გქონდეთ. გაქვთ შანსი, თქვენი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ. თქვენი კომუნიკაბელურობა სრულიად მომგებიანი სახით წარმოჩინდება და შეგიძლიათ გააბათ საინტერესო და პერსპექტიული ნაცნობობა.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2020
ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მორიელი: დღეს განწყობილი ხართ იმისთვის, რომ სიცოცხლით დატკბეთ, არავის არაფერი უმტკიცოთ, არსად იჩქაროთ. პირიქით, ყველა საქმეს აუჩქარებლად მოეკიდებით და თუ შესაძლებლობაა, გადადებთ კიდეც. ასტროლოგები გირჩევენ, ეს დღე საკუთარ თავს მიუძღვნათ, წინა პლანზე გადმოწიოთ „მე“, მოაწყოთ მეგობრული ან ოჯახური თავყრილობა, ან სადმე წვეულებაზე წახვიდეთ. დატკბით ცხოვრებით, იმხიარულეთ.
მშვილდოსანი: დღეს არაფრის გაკეთების სურვილი არ გექნებათ, მაგრამ ასტროლოგები ამბობენ, რომ თუ აპათიას გადალახავთ, არ ინანებთ. დღე წარმოგიდგენთ საინტერესო შესაძლებლობებს, რომელთა გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ მთლიანად აჰყვებით სამუშაო რიტმს. არაა გამორიცხული, რომ ეს შესაძლებლობები ინფორმაციებს უკავშირდებოდეს, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ გამოგეპაროთ: მთავარი რჩევაა – სმენა გაამახვილეთ, მაგრამ პირი დამუწეთ.
თხის რქა: ფინანსურ საქმეებში წინსვლა გელოდებათ. არ არის გამორიცხული, რომ დღის განმავლობაში საინტერესო წინადადება მიიღოთ, ან რომელიმე ნაცნობმა ვალი დაგიბრუნოთ. შესაძლოა, ხელმძღვანელობამ თქვენთვის ხელფასის მომატება გადაწყვიტოს, ან თვითონ მოგივიდეთ მშვენიერი იდეა, როგორ გამდიდრდეთ. ასეა თუ ისე, დღეს ყურადღებით უნდა იყოთ ფინანსებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციასთან, თუნდაც ერთი შეხედვით ის უცნაურად მოგეჩვენოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2018
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის „აქილევსის ქუსლი“
მერწყული: დღეს თქვენი მთავარი თვისება შეიძლება სპონტანურობა გახდეს – განწყობას სტაბილურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ერთი მხრივ, შესაძლოა, ინერვიულოთ, გაღიზიანდეთ ადამიანებზე, მეორე მხრივ კი მზად ხართ დიდსულოვანი საქციელისთვის. მხოლოდ საქციელი კი არა, გრძნობებიც შეიძლება არანაირ ლოგიკას არ დაემორჩილოს – მოულოდნელად მეგობრულმა სიმპათიამ ან დიდმა სიყვარულმაც შეიძლება იფეთქოს.
თევზები: დღეს აჯობებს, თუ მოვლენების დინებას დაემორჩილებით. შეიძლება აღმოჩნდეთ ვითარებაში, როდესაც უძლური ხართ, რამე იღონოთ. მაგალითად, ვინმემ შეიძლება ინიციატივა ჩამოგართვათ, არ მოისმინონ და გაითვალისწინონ თქვენი მოსაზრება, ან, უბრალოდ, ძალა არ შეგწევთ, მოვლენებზე გავლენა მოახდინოთ. თუ მსგავსი რამ მოხდა, ვასრკვლავები გირჩევენ, შეეგუოთ ამას და ბედისწერას მიენდოთ. დღეს ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილებაა, დინებას მიჰყვეთ.
ყველა ახალი ამბავი
0