პრემიერი: ბუნდესტაგის წევრი საქართველოში რევოლუციურ პროცესებში ჩართვას ცდილობდა

© Michael Rothმიხაელ როთი
მიხაელ როთი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2024
გამოწერა
გაზაფხულზე მიხაელ როთი „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობდა
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი დისკრედიტირებულია საქართველოში რევოლუციურ პროცესებში ჩართვის თავისი მცდელობების გამო, ახლა კი ოპოზიციის დახმარებას ცდილობს, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მაისში გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ლიეტუვისა და ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა თბილისში „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში მიიღეს მონაწილეობა. როთი, რომელმაც მაშინ მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ „ქართული კოშმარი“ უწოდა, 16 სექტემბერს კვლავ გეგმავს ქვეყანაში სტუმრობას.
„ეს ადამიანი საზოგადოების თვალში არის აბსოლუტურად დისკრედიტირებული. ის ცდილობდა, ჩართულიყო რევოლუციურ პროცესებში და ჩაუვარდა ეს მცდელობა. რა ფასი უნდა ჰქონდეს ოპოზიციისთვის მის ჩამოსვლას არ ვიცი“, - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ბუნდესტაგის წევრის ვიზიტი კონტრპროდუქტიული იქნება.
„მიხაილ როთი ცდილობს, რომ რაღაცნაირად მხარი დაუჭიროს ოპოზიციას, თუმცა მე მგონია, რომ კონტრპროდუქტიული იქნება ოპოზიციისთვის მისი საქართველოში ჩამოსვლა, იმდენად შელახული აქვს მას რეპუტაცია ამ ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს. პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
მიხაელ როთი კვლავ საქართველოში ჩამოდის: შეხვდება თუ არა ხელისუფლება ბუნდესტაგის წევრს?>>
14 მაისს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე როთმა ხელისუფლების მისამართით განაცხადა, „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება - ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის". ამ განცხადების შემდეგ ის გაემართა საპროტესტო აქციაზე, რომელშიც ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0