https://sputnik-georgia.com/20240911/sial-shenzhen-qartuli-kompaniebi-wardgnen-289843723.html
ქართული კომპანიები ჩინეთში საერთაშორისო გამოფენა SIAL SHENZHEN-ზე წარდგნენ
ქართული კომპანიები ჩინეთში საერთაშორისო გამოფენა SIAL SHENZHEN-ზე წარდგნენ
Sputnik საქართველო
წელს გამოფენაში მონაწილეობა 45 ქვეყნის 15 ათასზე მეტმა კომპანიამ მიიღო. 11.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-11T15:00+0400
2024-09-11T15:00+0400
2024-09-11T15:00+0400
საქართველო
ჩინეთი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1d/280525552_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_8f7f88504c57d06212a98035970b3fdd.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთში, ქალაქ შენჭენში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად მოეწყო, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.უწყების ცნობით, საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ კომპანიები: შპს NUTSGE, შპს „ნათს ინქორფორეითიდ", რ/კ რუისპირი, შპს „აქვა გეო", შპს „ჯეონატურალსი," შპს „ვინიტორი მუკუზნის მეღვინეობა". ღონისძიების ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული წარმოების თხილს, კაკალს, ღვინოს, წყალსა და საკონსერვო ნაწარმს.SIAL SHENZHEN-ზე ქართული სტენდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო.წელს გამოფენაში მონაწილეობა 45 ქვეყნის 15 ათასზე მეტმა კომპანიამ მიიღო. წარმოდგენილი იყო 25-მდე საერთაშორისო პავილიონი. გამოფენას 70-ზე მეტი ქვეყნიდან 67 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.როგორც უწყებაში აღნიშნავენ, რომ გარდა შენჭენისა, SIAL გამოფენები ტარდება მსოფლიოს ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა პარიზი, მონრეალი, ტორონტო, შანხაი, ნიუ-დელი, კუალა ლუმპური და ჯაკარტა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში SIAL გამოფენები 2000 წლიდან ტარდება.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1d/280525552_112:0:1936:1368_1920x0_80_0_0_c2b6522a6bd6a36c65cdd5aa27a102f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართული კომპანიები ჩინეთში საერთაშორისო გამოფენა SIAL SHENZHEN-ზე წარდგნენ
წელს გამოფენაში მონაწილეობა 45 ქვეყნის 15 ათასზე მეტმა კომპანიამ მიიღო.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთში, ქალაქ შენჭენში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად მოეწყო, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ კომპანიები: შპს NUTSGE, შპს „ნათს ინქორფორეითიდ", რ/კ რუისპირი, შპს „აქვა გეო", შპს „ჯეონატურალსი," შპს „ვინიტორი მუკუზნის მეღვინეობა".
ღონისძიების ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული წარმოების თხილს, კაკალს, ღვინოს, წყალსა და საკონსერვო ნაწარმს.
SIAL SHENZHEN-ზე ქართული სტენდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო.
„ქართული სტენდზე, რომელიც ქალაქ შენჭენში საერთაშორისო გამოფენაზე პირველად არის წარმოდგენილი, ექვსი ქართული კომპანია თავის პროდუქციას წარადგენს. ვიმედოვნებთ, რომ ისინი წარმატებას მიაღწევენ გამოფენის ფარგლებში დაგეგმილ საქმიან მოლაპარაკებებში. სოფლის განვითარების სააგენტო გააგრძელებს აქტიურ მხარდაჭერას იმისათვის, რომ ჩვენი კომპანიები, ფერმერები წარმოვადგინოთ საუკეთესო ფორმით“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა.
წელს გამოფენაში მონაწილეობა 45 ქვეყნის 15 ათასზე მეტმა კომპანიამ მიიღო. წარმოდგენილი იყო 25-მდე საერთაშორისო პავილიონი. გამოფენას 70-ზე მეტი ქვეყნიდან 67 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, რომ გარდა შენჭენისა, SIAL გამოფენები ტარდება მსოფლიოს ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა პარიზი, მონრეალი, ტორონტო, შანხაი, ნიუ-დელი, კუალა ლუმპური და ჯაკარტა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში SIAL გამოფენები 2000 წლიდან ტარდება.