https://sputnik-georgia.com/20240911/mtavroba-erekle-meoris-zeglze-1-mln-laramde-daxarjavs-289854746.html
ერეკლე მეორის ძეგლი აღიმართება: მთავრობა 1 მილიონ ლარამდე დახარჯავს
ერეკლე მეორის ძეგლი აღიმართება: მთავრობა 1 მილიონ ლარამდე დახარჯავს
Sputnik საქართველო
ძეგლი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით აღიმართება. 11.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-11T21:39+0400
2024-09-11T21:39+0400
2024-09-11T21:39+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/16/289124968_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_e9169a04daf90d7a6135fcbc97e4e933.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მეფე ერეკლე II-ის ძეგლის აღსამართავად 995 ათასი ლარი გამოყო.მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კულტურის სამინისტროსთვის თანხების გამოყოფის შესახებ შესაბამისი განკარგულებას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს, მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, თითოეული ქართველის მოვალეობაა, პატივი სცეს ქვეყნის ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოსა და მისი ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნებაში.ერეკლე მეორის ძეგლი თბილისში ქართველი მეფეების რიგით მეოთხე ძეგლი გახდება. ამ დროისთვის თბილისს ამშვენებს ვახტანგ გორგასლის, ფარნავაზ მეფისა და დავით აღმაშენებლის ძეგლები.ქართველი მეფე ერეკლე მეორე 1720 წელს თეიმურაზ მეორისა და თამარ მეფის (ვახტანგVI-ის ქალიშვილი) ოჯახში დაიბადა. კახეთის ბაგრატიონთა შტოს დინასტიის ბრწყინვალე წარმომადგენელი კახეთის (1744—1762), შემდეგ კი გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფე (1762—1798) იყო. ერეკლეს მიზანი იყო ყველა ქართული ფეოდალური სამთავროს გაერთიანება ერთ სახელმწიფოდ, გათავისუფლება ირანულ-თურქული ბატონობისგან და ამიერკავკასიაში საქართველოს პოზიციების გაძლიერება.ერეკლე მეორე ქართველმა ხალხმა შეიყვარა და „პატარა კახი" უწოდა - იგი იყო დიდი სარდალი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც კიდევ ერთხელ აღადგინა ქვეყნის ძლიერება და პრესტიჟი. მისი საბრძოლო ნათლობა 1735 წელს მოხდა, როდესაც იგი 15 წლის იყო. თავისი წინაპრების მსგავსად ერეკლე მეორემ მრავალი გამარჯვება მოიპოვა და ლეგენდად იქცა.ერეკლე მეფე საქართველოს მეფეთა შორის ერთ-ერთი მრავალშვილიანი იყო, მას 16 ვაჟი და 12 ქალიშვილი ჰყავდა.„პატარა კახი" ისტორიულ ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარშია დაკრძალული.ერეკლე მეორის მეფობის პერიოდში, 1783 წელს გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლითაც ქართლ-კახეთის სამეფო აღიარებდა რუსეთის იმპერატორის უზენაესობას და ემორჩილებოდა მას საგარეო საკითხებში, ინარჩუნებდა საშინაო დამოუკიდებლობას და ეკლესიის ავტოკეფალიას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/16/289124968_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_3e3cd04cb452b40356d2334ebff5b772.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
ერეკლე მეორის ძეგლი აღიმართება: მთავრობა 1 მილიონ ლარამდე დახარჯავს
ძეგლი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით აღიმართება.
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მეფე ერეკლე II-ის ძეგლის აღსამართავად 995 ათასი ლარი გამოყო.
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კულტურის სამინისტროსთვის თანხების გამოყოფის შესახებ შესაბამისი განკარგულებას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს, მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
საქართველოს მეფისთვის ძეგლის დადგმის ინიციატივით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა. განკარგულების თანახმად, ერეკლე მეორის ძეგლი, რომლის ესკიზის ავტორიც მოქანდაკე და მხატვარი მერაბ მერაბიშვილი იქნება, სამგორის რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აღიმართება, სადაც თბილისის მერია პარკის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, თითოეული ქართველის მოვალეობაა, პატივი სცეს ქვეყნის ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოსა და მისი ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნებაში.
ერეკლე მეორის ძეგლი თბილისში ქართველი მეფეების რიგით მეოთხე ძეგლი გახდება. ამ დროისთვის თბილისს ამშვენებს ვახტანგ გორგასლის, ფარნავაზ მეფისა და დავით აღმაშენებლის ძეგლები.
ქართველი მეფე ერეკლე მეორე 1720 წელს თეიმურაზ მეორისა და თამარ მეფის (ვახტანგVI-ის ქალიშვილი) ოჯახში დაიბადა. კახეთის ბაგრატიონთა შტოს დინასტიის ბრწყინვალე წარმომადგენელი კახეთის (1744—1762), შემდეგ კი გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფე (1762—1798) იყო. ერეკლეს მიზანი იყო ყველა ქართული ფეოდალური სამთავროს გაერთიანება ერთ სახელმწიფოდ, გათავისუფლება ირანულ-თურქული ბატონობისგან და ამიერკავკასიაში საქართველოს პოზიციების გაძლიერება.
ერეკლე მეორე ქართველმა ხალხმა შეიყვარა და „პატარა კახი" უწოდა - იგი იყო დიდი სარდალი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც კიდევ ერთხელ აღადგინა ქვეყნის ძლიერება და პრესტიჟი. მისი საბრძოლო ნათლობა 1735 წელს მოხდა, როდესაც იგი 15 წლის იყო. თავისი წინაპრების მსგავსად ერეკლე მეორემ მრავალი გამარჯვება მოიპოვა და ლეგენდად იქცა.
ერეკლე მეფე საქართველოს მეფეთა შორის ერთ-ერთი მრავალშვილიანი იყო, მას 16 ვაჟი და 12 ქალიშვილი ჰყავდა.
„პატარა კახი" ისტორიულ ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარშია დაკრძალული.
ერეკლე მეორის მეფობის პერიოდში, 1783 წელს გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლითაც ქართლ-კახეთის სამეფო აღიარებდა რუსეთის იმპერატორის უზენაესობას და ემორჩილებოდა მას საგარეო საკითხებში, ინარჩუნებდა საშინაო დამოუკიდებლობას და ეკლესიის ავტოკეფალიას.