https://sputnik-georgia.com/20240910/prezidenti-olimpielebsa-da-paralimpielebs-13-seqtembers-daajildoebs-289820865.html
პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს 13 სექტემბერს დააჯილდოებს
პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს 13 სექტემბერს დააჯილდოებს
Sputnik საქართველო
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმედს გამოთქვამენ, რომ დაჯილდოების ცერემონიას ბევრი ადამიანი დაესწრება 10.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-10T11:00+0400
2024-09-10T11:00+0400
2024-09-10T11:00+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
სპორტი
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283810487_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_8fae2285c81ec2465f8a7be0a9369ec8.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს 13 სექტემბერს დააჯილდოებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ ონოფრიშვილმა განაცხადა.დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლის წინ გაიმართება, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოლიმპიადის მედალისტები სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს. პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორები დაჯილდოვდებიან ღირსების ორდენით, ოლიმპიური ჩემპიონები - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. გარდა ამისა, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილთა სიას დაემატა ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მათ მედლების მოპოვება ვერ შეძლეს.დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ საღამო ლელა წურწუმიას და ჯგუფ „ჩვენი ბედნის" კონცერტით გაგრძელდება.პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში.მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 47 მედალი მოიპოვეს - 13 ოქრო, 15 ვერცხლი და 19 ბრინჯაო.რაც შეეხება პარალიმპიელებს, მათ ცხრა მედალი მოიპოვეს - ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს, რითაც რეკორდი დაამყარეს. პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებამდე ქართველ პარასპორტსმენებს 2008 წლიდან მხოლოდ ოთხი მედალი ჰქონდათ მოპოვებული.საქართველოს მთავრობამ ოლიმპიელებს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 15 აგვისტოს თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში (ყოფილი პრეზიდენტის სასახლე) ოფიციალური მიღება მოუწყო.რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებს ანიჭებს, მისი თქმით, საქართველოს ნაკრების ოლიმპიელების დაჯილდოება სახელმწიფო ორდენებით სასწრაფო წესით არ შეიძლება, რადგანაც მიუღებელია საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიელი სპორტსმენების წარმატების ცალ-ცალკე აღნიშვნა.როგორც მან განაცხადა, სპორტსმენების წარმატებების აღნიშვნა არ უნდა მოხდეს დახურულ სივრცეში, არამედ უნდა იყოს სახალხო ზეიმი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283810487_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_b3ebc8129217c50e3f17f05a3524e84a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სპორტი, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სპორტი, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს 13 სექტემბერს დააჯილდოებს
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმედს გამოთქვამენ, რომ დაჯილდოების ცერემონიას ბევრი ადამიანი დაესწრება
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს 13 სექტემბერს დააჯილდოებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ ონოფრიშვილმა განაცხადა.
დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლის წინ გაიმართება, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოლიმპიადის მედალისტები სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს. პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორები დაჯილდოვდებიან ღირსების ორდენით, ოლიმპიური ჩემპიონები - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. გარდა ამისა, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილთა სიას დაემატა ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მათ მედლების მოპოვება ვერ შეძლეს.
„საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, ათონელის ქუჩის მიმდებარედ, ორბელიანების სასახლის წინ გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს. ჩვენ ვეპატიჟებით ყველას... საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ მიულოცოს ოლიმპიელებს გამარჯვება", - განაცხადა ონოფრიშვილმა.
დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ საღამო ლელა წურწუმიას და ჯგუფ „ჩვენი ბედნის" კონცერტით გაგრძელდება.
პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში.
მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 47 მედალი მოიპოვეს - 13 ოქრო, 15 ვერცხლი და 19 ბრინჯაო.
რაც შეეხება პარალიმპიელებს, მათ ცხრა მედალი მოიპოვეს - ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს, რითაც რეკორდი დაამყარეს. პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებამდე ქართველ პარასპორტსმენებს 2008 წლიდან მხოლოდ ოთხი მედალი ჰქონდათ მოპოვებული.
საქართველოს მთავრობამ ოლიმპიელებს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 15 აგვისტოს თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში (ყოფილი პრეზიდენტის სასახლე) ოფიციალური მიღება მოუწყო.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებს ანიჭებს, მისი თქმით, საქართველოს ნაკრების ოლიმპიელების დაჯილდოება სახელმწიფო ორდენებით სასწრაფო წესით არ შეიძლება, რადგანაც მიუღებელია საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიელი სპორტსმენების წარმატების ცალ-ცალკე აღნიშვნა.
როგორც მან განაცხადა, სპორტსმენების წარმატებების აღნიშვნა არ უნდა მოხდეს დახურულ სივრცეში, არამედ უნდა იყოს სახალხო ზეიმი.