https://sputnik-georgia.com/20240908/saqartveloshi-teatrebis-shesaxeb-kanonis-migeba-igegmeba-289803012.html
საქართველოში „თეატრების შესახებ“ ახალი კანონის მიღება იგეგმება
საქართველოში „თეატრების შესახებ“ ახალი კანონის მიღება იგეგმება
Sputnik საქართველო
ახალი კანონი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა თეატრზე გავრცელდება 08.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-08T15:00+0400
2024-09-08T15:00+0400
2024-09-08T17:05+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23529/25/235292563_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_fd61f189f9a724c1fa0aa7e3f7b52c2b.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა თეატრების საქმიანობის დარეგულირებას „თეატრების შესახებ“ ახალი კანონის დახმარებით აპირებს.კერძოდ, ახალი კანონში განსაზღვრული იქნება თეატრების ტიპები, ასევე სახელმწიფო დაფინანსების ტიპი და ოდენობა.გარდა ამისა, განისაზღვრება კომერციული თეატრების როლი და მათი სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ფორმები, ასევე მათი და სპეციალური საჭიროების მქონე თეატრების მიერ სახელმწიფო თეატრების ქონებით სარგებლობის შესაძლებლობა.ამასთან, კანონში სიახლე იქნება თეატრის რეჟისორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის როლების გამიჯვნა, მათი უფლებამოსილების და თანამდებობაზე დანიშვნის წესების განსაზღვრა.ასევე, კანონში იგეგმება თეატრისა და თეატრის შემოქმედებითი პერსონალის შრომითი ურთიერთობების დარეგულირება.საქართველოში სულ 53 თეატრია, აქედან 28 თბილისში, რვა კი იმერეთის რეგიონში. 2023 წელს თეატრებმა გამართეს 4.681 სპექტაკლი, მათ შორის 156 საზღვარგარეთ, რომელსაც 772 ათასი ადამიანი დაესწრო.2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, თეატრებში 4.236 ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან 1.192 - 55 წელს ზემოთ პირი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23529/25/235292563_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_17c0f9feec1e47d92a9aa6e6faa8270d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში „თეატრების შესახებ“ ახალი კანონის მიღება იგეგმება
15:00 08.09.2024 (განახლებულია: 17:05 08.09.2024) ახალი კანონი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა თეატრზე გავრცელდება
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა თეატრების საქმიანობის დარეგულირებას „თეატრების შესახებ“ ახალი კანონის დახმარებით აპირებს.
კერძოდ, ახალი კანონში განსაზღვრული იქნება თეატრების ტიპები, ასევე სახელმწიფო დაფინანსების ტიპი და ოდენობა.
გარდა ამისა, განისაზღვრება კომერციული თეატრების როლი და მათი სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ფორმები, ასევე მათი და სპეციალური საჭიროების მქონე თეატრების მიერ სახელმწიფო თეატრების ქონებით სარგებლობის შესაძლებლობა.
ამასთან, კანონში სიახლე იქნება თეატრის რეჟისორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის როლების გამიჯვნა, მათი უფლებამოსილების და თანამდებობაზე დანიშვნის წესების განსაზღვრა.
ასევე, კანონში იგეგმება თეატრისა და თეატრის შემოქმედებითი პერსონალის შრომითი ურთიერთობების დარეგულირება.
საქართველოში სულ 53 თეატრია, აქედან 28 თბილისში, რვა კი იმერეთის რეგიონში. 2023 წელს თეატრებმა გამართეს 4.681 სპექტაკლი, მათ შორის 156 საზღვარგარეთ, რომელსაც 772 ათასი ადამიანი დაესწრო.
2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, თეატრებში 4.236 ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან 1.192 - 55 წელს ზემოთ პირი.