https://sputnik-georgia.com/20240908/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-8-seqtemberi-289778942.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 სექტემბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 სექტემბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 08.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-08T00:15+0400
2024-09-08T00:15+0400
2024-09-08T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24212/62/242126219_11:0:3440:1929_1920x0_80_0_0_61dd983f902a82fde68205e6ca6e827e.jpg
დღეს 2024 წლის 8 სექტემბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.საოცარი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ უზომოდ მაღალი იქნება ემოციურობა, გრძნობები გაბატონდება გონებაზე. შესაბამისად, ესაა რომანტიკის, სიყვარულის დღე. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ, როგორც ამბობენ, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო, ამიტომ არ შეიძლება სხვის გრძნობებსა და ნერვებზე თამაში. გაზრდილი ემოციური ფონის გამო არასასურველია მოლაპარაკებების, ბიზნესის წარმოება, საქმეების მართვა. მომატებულია ფულის ხარჯვის სურვილიც, ამიტომ ჯობს, მოერიდოთ შოპინგს.ვერძი: განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, რადგან მწვავე კონფლიქტია მოსალოდნელი. იქნებით საბრძოლოდ განწყობილი, ნერვული რეაგირება გექნებათ ყველაფერზე, რაც ირგვლივ ხდება. ამის გამო გარშემომყოფებთან უსიამოვნებებია მოსალოდნელი, რომელიც შემდეგ მძაფრ კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს. ეს რომ არ მოხდეს და სანანებელი არ გაგიხდეთ, ჯობს, ენერგია სასარგებლო კალაპოტში მიმართოთ. მაგალითად, ამაში ფიზიკური შრომა და სპორტი დაგეხმარებათ.კურო: თქვენი განწყობა დღეს ძალზე მერყევი იქნება. განრისხება, სიხარული, სევდა, გულგრილობა, კეთილგანწყობა, მოულოდნელი სიმპათია – ემოციების ნებისმიერი ელფერი საოცარი სისწრაფით ჩაანაცვლებს ერთმანეთს. ზოგიერთისთვის საფუძველი ირგვლივ მომხდარი მოვლენა იქნება, ხოლო ზოგიერთისთვის კი – საკუთარი განცდები. საკუთარი გრძნობების ხელში „დამჯერი, თვინიერი სათამაშო“ რომ არ გახდეთ, ემოციები უნდა აკონტროლოთ – ეცადოთ მაინც.ტყუპი: მზად ხართ, რომ მთელი დღე რაღაც წვრილმანებსა და სისულელეებზე დახარჯოთ, ოღონდ თვითონ ეს წვრილმანებად არ მოგეჩვენებათ. თითოეული სიტყვისა და მოქმედების მნიშვნელობას გადაჭარბებულად შეაფასებთ, ანუ ბუზისგან სპილოდ აქცევთ. სამუშაოზე ეს არცთუ ურიგო იქნება, მაგრამ რაც შეეხება ურთიერთობებს, აქ თქვენმა ეგზალტირებულობამ, შესაძლოა, გარშემომყოფები წონასწორობიდან გამოიყვანოს. ეცადეთ, ყველაფერს იუმორით შეხედოთ, ემოციებისგან რომ არ „აფეთქდეთ“.კირჩხიბი: დღეს მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ადამიანები დიდ ყურადღებას მოგაქცევენ. მათ შორის შეიძლება მნიშვნელოვანი პერსონებიც იყვნენ, რომლებზეც თქვენი ცხოვრებისა და კარიერის დიდი ნაწილია დამოკიდებული. უნდა ეცადოთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ. თუ ეს არ გამოგივათ, არ ინაღვლოთ – იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში და თქვენი თავდაჯერებულობა სხვებზე დადებითად აისახება.ლომი: დღეს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში ძალზე დიდი თავშეკავება გმართებთ, რომ ზღვარს არ გადააბიჯოთ. ძალზე გამძაფრებული გაქვთ თავმოყვარეობა, განსაკუთრებით „ფეთქებადი“ ხართ, შეგიძლიათ კონფლიქტი დაინახოთ იქ, სადაც მისი ნატამალიც კი არ არსებობს. შეგიძლიათ, ახლობლებს ყველაზე მტკივნეულ ადგილზე დააჭიროთ ფეხი. მაგრამ დგება საკითხი – მოგიტანთ კი ასეთი გამარჯვება კმაყოფილებას? და საერთოდ, ღირს კი ბრძოლა?ქალწული: დღეს ძლიერი მისწრაფება გექნებათ ყოველივე ახლისა და ამოუცნობისადმი. ჩვეული რაღაცები საშინელ მოწყენილობას გამოიწვევს თქვენში, ხოლო ახალი ცოდნის მიღების, ახალი ადგილების ნახვის, ადამიანების გაცნობის სურვილი უკიდურესად გამძაფრდება. „მკვლევარის“ ცნობისწადილი რომ დაიკმაყოფილოთ, ამისთვის ჩვეულებრივის ჩარჩოებს რაღაცაში მაინც უნდა გასცდეთ. თუნდაც ეს მხოლოდ ახალ ქუჩაზე გასეირნება, ახალი წიგნი ან ახალი კერძი იყოს – ეს მაინც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.სასწორი: დღეს ხელგაშლილობის „შემოტევა“ გექნებათ, თუნდაც ხელმომჭირნე ბრძანდებოდეთ. ფულის ფლანგვის სურვილი იმდენად დიდი იქნება, რომ ყოველგვარი გონივრულობის ზღვარს გადასცდებით. განსაუთრებით გულუხვი იქნებით თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. ისე კი, რატომ არ შეიძლება ხანდახან მაინც რომ გულისთქმას აჰყვეთ? „ქამრის შემოჭერა“ მერეც შეიძლება. მიჰყევით გულისხმას, მაგრამ გონირულობის ფარგლებში, რა თქმა უნდა.მორიელი: დღეს ორმაგად განუმეორებელი იქნებით – ჯერ ერთი, საკუთარ თვალში და მეორეც – გარშემომყოფების თვალში, რომლებიც მოიხიბლებიან თქვენი საოცარი თავდაჯერებულობით. ქარიზმა დაგეხმარებათ სამსახურშიც, სახლშიც, ადამიანებთან ურთიერთობებშიც. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ: თუ გარშემომყოფები იგრძნობენ, რომ მათ ზემოდან უყურებთ, თქვენი უპირატესობა მაშინვე სადღაც გაქრება და უპატიებელ ნაკლად გადაიქცევა.მშვილდოსანი: დღეს განსაკუთრებული მაგნეტიზმით „დაიმუხტებით“ და შესაძლოა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდაც კი გარშემომყოფების ყურადღება მიიპყროთ. ამისთვის კი რამე განსაკუთრებულის თქმა ან მოქმედება არ დაგჭირდებათ – თქვენი დუმილიც კი სიტყვებზე არანაკლებ დამაინტრიგებელი შეიძლება აღმოჩნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოთ, გაიცნოთ საჭირო ადამიანები, მიიღოთ მათი მხარდაჭერა. ან დაახვიოთ თავბრუ ვინმეს თქვენი მხოლოდ ერთი ღიმილითა და მრავალმნიშვნელოვანი მზერით.თხის რქა: თქვენი გონება დღეს ახალი იდეებისთვისაა გახსნილი, გული კი –ექსტრემალური ემოციებისთვის. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ჩვეული „კომფორტის ზონიდან“ გახვიდეთ და რამე ახალი და მძაფრი მოსინჯოთ. არაფერი ისე არ ააფორიაქებს თქვენს სულს და „აადუღებს“ სისხლს, როგორც ჩვეულისა და უჩვეულოს, ნებადართულისა და აკრძალულის ზღვარზე სიარული. ფლირტი უცნობთან? მოულოდნელი წინადადება? ექსტრემალური სპორტი? რატომაც არა?მერწყული: მთელი დღის განმავლობაში შეიძლება დაძაბულობა და უკმაყოფილება დაგიგროვდეთ. გარშემომყოფებს თავიანთი არაორგანიზებულობით გამოჰყავხართ წყობილებიდან, მოვლენები კი ისე ვითარდება ხანდახან, რომ ვეღარ აკონტროლებთ. ამასთან, სავალდებულო არაა, რომ რამე რეალური ზიანი მოგადგეთ. გაგაღიზიანებთ თვითონ ფაქტი, რომ ყველაფერი „არასწორად“ ვითარდება. თქვენი დაძაბულობის განმუხტვა მხოლოდ მძლავრ ემოციურ „აფეთქებას“ შეუძლია – ბანალური მრისხანების „ამოფრქვევას“ ან სასიყვარულო ვნებებს.თევზები: დღეს თქვენი ყველაზე იღბლიანი მოსაზრება და პროექტი სხვა ადამიანებთან იქნება დაკავშირებული. თქვენი წარმატების გარანტი იქნება ყურადღების ცენტრში ყოფნა, მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეთ არც ერთი ჭორი და გავრცელებული ხმა. არ არის გამორიცხული, რომ მომატებული კომუნიკაბელურობის, ენერგიულობისა და განუმეორებლობის წყალობით რამდენიმე საკმაოდ სასარგებლო ნაცნობობა გააბათ. ასევე შეგიძლიათ ამ თვისებების რომანტიკული მიზნებისთვის გამოყენება.
https://sputnik-georgia.com/20230523/qoleriki-flegmatiki-gaarkviet-temperamenti-zodiaqos-nisnis-mixedvit-277926580.html
https://sputnik-georgia.com/20220707/rogor-umklavdebian-zodiaqos-nisnebi-gansorebas-268285907.html
https://sputnik-georgia.com/20181214/zodiaqos-gandidebis-mania-243402402.html
https://sputnik-georgia.com/20220919/zodiaqos-yvelaze-vnebiani-nisnebi-270554968.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24212/62/242126219_440:0:3012:1929_1920x0_80_0_0_4a7cc7b4cd86e8d0576240b611c17e1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 სექტემბერი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 8 სექტემბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
საოცარი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ უზომოდ მაღალი იქნება ემოციურობა, გრძნობები გაბატონდება გონებაზე. შესაბამისად, ესაა რომანტიკის, სიყვარულის დღე. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ, როგორც ამბობენ, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო, ამიტომ არ შეიძლება სხვის გრძნობებსა და ნერვებზე თამაში. გაზრდილი ემოციური ფონის გამო არასასურველია მოლაპარაკებების, ბიზნესის წარმოება, საქმეების მართვა. მომატებულია ფულის ხარჯვის სურვილიც, ამიტომ ჯობს, მოერიდოთ შოპინგს.
ვერძი: განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, რადგან მწვავე კონფლიქტია მოსალოდნელი. იქნებით საბრძოლოდ განწყობილი, ნერვული რეაგირება გექნებათ ყველაფერზე, რაც ირგვლივ ხდება. ამის გამო გარშემომყოფებთან უსიამოვნებებია მოსალოდნელი, რომელიც შემდეგ მძაფრ კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს. ეს რომ არ მოხდეს და სანანებელი არ გაგიხდეთ, ჯობს, ენერგია სასარგებლო კალაპოტში მიმართოთ. მაგალითად, ამაში ფიზიკური შრომა და სპორტი დაგეხმარებათ.
კურო: თქვენი განწყობა დღეს ძალზე მერყევი იქნება. განრისხება, სიხარული, სევდა, გულგრილობა, კეთილგანწყობა, მოულოდნელი სიმპათია – ემოციების ნებისმიერი ელფერი საოცარი სისწრაფით ჩაანაცვლებს ერთმანეთს. ზოგიერთისთვის საფუძველი ირგვლივ მომხდარი მოვლენა იქნება, ხოლო ზოგიერთისთვის კი – საკუთარი განცდები. საკუთარი გრძნობების ხელში „დამჯერი, თვინიერი სათამაშო“ რომ არ გახდეთ, ემოციები უნდა აკონტროლოთ – ეცადოთ მაინც.
ტყუპი: მზად ხართ, რომ მთელი დღე რაღაც წვრილმანებსა და სისულელეებზე დახარჯოთ, ოღონდ თვითონ ეს წვრილმანებად არ მოგეჩვენებათ. თითოეული სიტყვისა და მოქმედების მნიშვნელობას გადაჭარბებულად შეაფასებთ, ანუ ბუზისგან სპილოდ აქცევთ. სამუშაოზე ეს არცთუ ურიგო იქნება, მაგრამ რაც შეეხება ურთიერთობებს, აქ თქვენმა ეგზალტირებულობამ, შესაძლოა, გარშემომყოფები წონასწორობიდან გამოიყვანოს. ეცადეთ, ყველაფერს იუმორით შეხედოთ, ემოციებისგან რომ არ „აფეთქდეთ“.
კირჩხიბი: დღეს მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ადამიანები დიდ ყურადღებას მოგაქცევენ. მათ შორის შეიძლება მნიშვნელოვანი პერსონებიც იყვნენ, რომლებზეც თქვენი ცხოვრებისა და კარიერის დიდი ნაწილია დამოკიდებული. უნდა ეცადოთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ. თუ ეს არ გამოგივათ, არ ინაღვლოთ – იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში და თქვენი თავდაჯერებულობა სხვებზე დადებითად აისახება.
ლომი: დღეს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში ძალზე დიდი თავშეკავება გმართებთ, რომ ზღვარს არ გადააბიჯოთ. ძალზე გამძაფრებული გაქვთ თავმოყვარეობა, განსაკუთრებით „ფეთქებადი“ ხართ, შეგიძლიათ კონფლიქტი დაინახოთ იქ, სადაც მისი ნატამალიც კი არ არსებობს. შეგიძლიათ, ახლობლებს ყველაზე მტკივნეულ ადგილზე დააჭიროთ ფეხი. მაგრამ დგება საკითხი – მოგიტანთ კი ასეთი გამარჯვება კმაყოფილებას? და საერთოდ, ღირს კი ბრძოლა?
ქალწული: დღეს ძლიერი მისწრაფება გექნებათ ყოველივე ახლისა და ამოუცნობისადმი. ჩვეული რაღაცები საშინელ მოწყენილობას გამოიწვევს თქვენში, ხოლო ახალი ცოდნის მიღების, ახალი ადგილების ნახვის, ადამიანების გაცნობის სურვილი უკიდურესად გამძაფრდება. „მკვლევარის“ ცნობისწადილი რომ დაიკმაყოფილოთ, ამისთვის ჩვეულებრივის ჩარჩოებს რაღაცაში მაინც უნდა გასცდეთ. თუნდაც ეს მხოლოდ ახალ ქუჩაზე გასეირნება, ახალი წიგნი ან ახალი კერძი იყოს – ეს მაინც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
სასწორი: დღეს ხელგაშლილობის „შემოტევა“ გექნებათ, თუნდაც ხელმომჭირნე ბრძანდებოდეთ. ფულის ფლანგვის სურვილი იმდენად დიდი იქნება, რომ ყოველგვარი გონივრულობის ზღვარს გადასცდებით. განსაუთრებით გულუხვი იქნებით თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. ისე კი, რატომ არ შეიძლება ხანდახან მაინც რომ გულისთქმას აჰყვეთ? „ქამრის შემოჭერა“ მერეც შეიძლება. მიჰყევით გულისხმას, მაგრამ გონირულობის ფარგლებში, რა თქმა უნდა.
მორიელი: დღეს ორმაგად განუმეორებელი იქნებით – ჯერ ერთი, საკუთარ თვალში და მეორეც – გარშემომყოფების თვალში, რომლებიც მოიხიბლებიან თქვენი საოცარი თავდაჯერებულობით. ქარიზმა დაგეხმარებათ სამსახურშიც, სახლშიც, ადამიანებთან ურთიერთობებშიც. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ: თუ გარშემომყოფები იგრძნობენ, რომ მათ ზემოდან უყურებთ, თქვენი უპირატესობა მაშინვე სადღაც გაქრება და უპატიებელ ნაკლად გადაიქცევა.
მშვილდოსანი: დღეს განსაკუთრებული მაგნეტიზმით „დაიმუხტებით“ და შესაძლოა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდაც კი გარშემომყოფების ყურადღება მიიპყროთ. ამისთვის კი რამე განსაკუთრებულის თქმა ან მოქმედება არ დაგჭირდებათ – თქვენი დუმილიც კი სიტყვებზე არანაკლებ დამაინტრიგებელი შეიძლება აღმოჩნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოთ, გაიცნოთ საჭირო ადამიანები, მიიღოთ მათი მხარდაჭერა. ან დაახვიოთ თავბრუ ვინმეს თქვენი მხოლოდ ერთი ღიმილითა და მრავალმნიშვნელოვანი მზერით.
თხის რქა: თქვენი გონება დღეს ახალი იდეებისთვისაა გახსნილი, გული კი –ექსტრემალური ემოციებისთვის. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ჩვეული „კომფორტის ზონიდან“ გახვიდეთ და რამე ახალი და მძაფრი მოსინჯოთ. არაფერი ისე არ ააფორიაქებს თქვენს სულს და „აადუღებს“ სისხლს, როგორც ჩვეულისა და უჩვეულოს, ნებადართულისა და აკრძალულის ზღვარზე სიარული. ფლირტი უცნობთან? მოულოდნელი წინადადება? ექსტრემალური სპორტი? რატომაც არა?
19 სექტემბერი 2022, 17:00
მერწყული: მთელი დღის განმავლობაში შეიძლება დაძაბულობა და უკმაყოფილება დაგიგროვდეთ. გარშემომყოფებს თავიანთი არაორგანიზებულობით გამოჰყავხართ წყობილებიდან, მოვლენები კი ისე ვითარდება ხანდახან, რომ ვეღარ აკონტროლებთ. ამასთან, სავალდებულო არაა, რომ რამე რეალური ზიანი მოგადგეთ. გაგაღიზიანებთ თვითონ ფაქტი, რომ ყველაფერი „არასწორად“ ვითარდება. თქვენი დაძაბულობის განმუხტვა მხოლოდ მძლავრ ემოციურ „აფეთქებას“ შეუძლია – ბანალური მრისხანების „ამოფრქვევას“ ან სასიყვარულო ვნებებს.
თევზები: დღეს თქვენი ყველაზე იღბლიანი მოსაზრება და პროექტი სხვა ადამიანებთან იქნება დაკავშირებული. თქვენი წარმატების გარანტი იქნება ყურადღების ცენტრში ყოფნა, მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეთ არც ერთი ჭორი და გავრცელებული ხმა. არ არის გამორიცხული, რომ მომატებული კომუნიკაბელურობის, ენერგიულობისა და განუმეორებლობის წყალობით რამდენიმე საკმაოდ სასარგებლო ნაცნობობა გააბათ. ასევე შეგიძლიათ ამ თვისებების რომანტიკული მიზნებისთვის გამოყენება.