https://sputnik-georgia.com/20240906/saqartvelo-seuertda-evrosabwos-konvencias-xelovnuri-inteleqtis-sesaxeb-289770503.html
საქართველო შეუერთდა ევროსაბჭოს კონვენციას „ხელოვნური ინტელექტის შესახებ“
საქართველო შეუერთდა ევროსაბჭოს კონვენციას „ხელოვნური ინტელექტის შესახებ“
Sputnik საქართველო
იუსტიციის და სერვისების მიწოდების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია 06.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-06T17:17+0400
2024-09-06T17:17+0400
2024-09-06T17:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/06/289767288_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_0d3141e4154a76a4d6c3564bb4c2fc50.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას „ხელოვნური ინტელექტის თაობაზე“ - ეს არის პირველი საერთაშორისო და სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის ბალანსის უზრუნველყოფას. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.ევროპული საბჭოს ჩარჩო კონვენცია „ხელოვნური ინტელექტის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის შესახებ“ ხელმოწერისთვის 2024 წლის 5 სექტემბერს გაიხსნა.ხელშეკრულება ითვალისწინებს სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც მოიცავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების მთელ სასიცოცხლო ციკლს. ის ხელს უწყობს პროგრესსა და ინოვაციებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში, იმავდროულად, აგვარებს რისკებს, რაც მან შეიძლება შეუქმნას ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. დროის გამოცდას რომ გაუძლოს, ის ტექნოლოგიურად ნეიტრალურია.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისებში ხელოვნური ინტელექტი დაინერგება>რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, ერთი მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იუსტიციისა და სერვისების მიწოდების სფეროში და, მეორე მხრივ, სათანადო სამართლებრივი რეგულაციების შექმნა, რათა ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სრულ შესაბამისობაში იყოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან.ამ მიზნით უახლოეს მომავალში იუსტიციის სამინისტრო ხელოვნური ინტელექტის სამართლის ცენტრს გახსნის.ჩარჩო კონვენცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2024 წლის 17 მაისს მიიღო. ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა 46 სახელმწიფო. კონვენციას, საქართველოსთან ერთად, ხელი მოაწერეს ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ანდორის, ისლანდიის, ნორვეგიის, ისრაელის, სან-მარინოსა და მოლდოვის წარმომადგენლებმა. მუშაობაში დამკვირვებლების სახით მონაწილეობდნენ კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.ხელოვნური ინტელექტი (AI) არის კომპიუტერული ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს პროგრამებსა და სისტემებს „იფიქრონ“ და „გამოიტანონ დასკვნები“, ისევე როგორც ამას ადამიანები აკეთებენ. ხელოვნური ინტელექტი იყენებს ალგორითმებს, მათემატიკურ მოდელებს და მონაცემთა ბაზებს, რათა ამ მონაცემების საფუძველზე „ისწავლოს“ და „გადაწყვეტილები მიიღოს“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/06/289767288_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_99ed2ce01ba000b4d5e4a678927ead71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველო შეუერთდა ევროსაბჭოს კონვენციას „ხელოვნური ინტელექტის შესახებ“
იუსტიციის და სერვისების მიწოდების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას „ხელოვნური ინტელექტის თაობაზე“ - ეს არის პირველი საერთაშორისო და სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის ბალანსის უზრუნველყოფას. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
ევროპული საბჭოს ჩარჩო კონვენცია „ხელოვნური ინტელექტის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის შესახებ“ ხელმოწერისთვის 2024 წლის 5 სექტემბერს გაიხსნა.
ხელშეკრულება ითვალისწინებს სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც მოიცავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების მთელ სასიცოცხლო ციკლს. ის ხელს უწყობს პროგრესსა და ინოვაციებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში, იმავდროულად, აგვარებს რისკებს, რაც მან შეიძლება შეუქმნას ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. დროის გამოცდას რომ გაუძლოს, ის ტექნოლოგიურად ნეიტრალურია.
რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, ერთი მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იუსტიციისა და სერვისების მიწოდების სფეროში და, მეორე მხრივ, სათანადო სამართლებრივი რეგულაციების შექმნა, რათა ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სრულ შესაბამისობაში იყოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან.
ამ მიზნით უახლოეს მომავალში იუსტიციის სამინისტრო ხელოვნური ინტელექტის სამართლის ცენტრს გახსნის.
ჩარჩო კონვენცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2024 წლის 17 მაისს მიიღო. ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა 46 სახელმწიფო. კონვენციას, საქართველოსთან ერთად, ხელი მოაწერეს ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ანდორის, ისლანდიის, ნორვეგიის, ისრაელის, სან-მარინოსა და მოლდოვის წარმომადგენლებმა. მუშაობაში დამკვირვებლების სახით მონაწილეობდნენ კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
ხელოვნური ინტელექტი (AI) არის კომპიუტერული ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს პროგრამებსა და სისტემებს „იფიქრონ“ და „გამოიტანონ დასკვნები“, ისევე როგორც ამას ადამიანები აკეთებენ. ხელოვნური ინტელექტი იყენებს ალგორითმებს, მათემატიკურ მოდელებს და მონაცემთა ბაზებს, რათა ამ მონაცემების საფუძველზე „ისწავლოს“ და „გადაწყვეტილები მიიღოს“.