https://sputnik-georgia.com/20240210/saqartvelos-iusticiis-saministros-servisebsi-xelovnuir-inteleqti-dainergeba-286239949.html
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისებში ხელოვნური ინტელექტი დაინერგება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისებში ხელოვნური ინტელექტი დაინერგება
Sputnik საქართველო
ეს გააუმჯობესებს ქვეყანაში სამართლებრივ უსაფრთხოებას, დარწმუნებულია მინისტრი 10.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-10T23:50+0400
2024-02-10T23:50+0400
2024-02-10T23:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/18/275217817_280:0:3921:2048_1920x0_80_0_0_57355ecf24a5d2b3bdcf7359a2c314c4.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სამართლებრივ აქტებთან მუშაობისთვის ხელოვნური ინტელექტის დანერგვას აპირებს, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა რატი ბრეგაძემ.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უკვე სთავაზობს მოქალაქეებს ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ უამრავ მომსახურებას, მათ შორის ყველა დოკუმენტის ელექტრონულ ვერსიას, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების შესაძლებლობას, ჩიპირებული პირადობის მოწმობა, რომელზეც შესაძლებელია ყველა საჭირო დოკუმენტის მიმაგრება და ა.შ.მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად სამართლებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული ღონისძიებების ეფექტიანობის დონე კიდევ უფრო მეტად ამაღლდება.ასევე, გაგრძელდება საკანონმდებლო აქტების კოდიფიკაციის პროცესი, რის შედეგადაც მოსახლეობას სამართლებრივ ინფორმაციაზე წვდომა გაუმარტივდება.ხელოვნური ინტელექტი (AI) არის კომპიუტერული ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს პროგრამებსა და სისტემებს „იფიქრონ“ და „გამოიტანონ დასკვნები“ ისევე, როგორც ამას ადამიანები აკეთებენ. ხელოვნური ინტელექტი იყენებს ალგორითმებს, მათემატიკურ მოდელებს და მონაცემთა ნაკრებებს, რათა ამ მონაცემების საფუძველზე „ისწავლოს“ და „მიიღოს გადაწყვეტილებები“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/18/275217817_735:0:3466:2048_1920x0_80_0_0_1eb1da066ffeaf984f71d1c6db9667a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისებში ხელოვნური ინტელექტი დაინერგება
ეს გააუმჯობესებს ქვეყანაში სამართლებრივ უსაფრთხოებას, დარწმუნებულია მინისტრი
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სამართლებრივ აქტებთან მუშაობისთვის ხელოვნური ინტელექტის დანერგვას აპირებს, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა რატი ბრეგაძემ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უკვე სთავაზობს მოქალაქეებს ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ უამრავ მომსახურებას, მათ შორის ყველა დოკუმენტის ელექტრონულ ვერსიას, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების შესაძლებლობას, ჩიპირებული პირადობის მოწმობა, რომელზეც შესაძლებელია ყველა საჭირო დოკუმენტის მიმაგრება და ა.შ.
„გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის, სახელმწიფოს მიერ დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზის და საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში საქმისწარმოების მიმართულებით“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად სამართლებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული ღონისძიებების ეფექტიანობის დონე კიდევ უფრო მეტად ამაღლდება.
ასევე, გაგრძელდება საკანონმდებლო აქტების კოდიფიკაციის პროცესი, რის შედეგადაც მოსახლეობას სამართლებრივ ინფორმაციაზე წვდომა გაუმარტივდება.
ხელოვნური ინტელექტი (AI) არის კომპიუტერული ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს პროგრამებსა და სისტემებს „იფიქრონ“ და „გამოიტანონ დასკვნები“ ისევე, როგორც ამას ადამიანები აკეთებენ. ხელოვნური ინტელექტი იყენებს ალგორითმებს, მათემატიკურ მოდელებს და მონაცემთა ნაკრებებს, რათა ამ მონაცემების საფუძველზე „ისწავლოს“ და „მიიღოს გადაწყვეტილებები“.