დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 სექტემბერი

კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 6 სექტემბერია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერამფარველობს.
შეცდომების დაშვების დიდი რისკია. ადამიანები იმოქმედებენ აქტიურად და ამავე დროს, დაუფიქრებლად. თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ყევლაფერს აკონტროლებთ, ჯობს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მაინც გადადოთ. დღეს ძალზე ადვილია, სასურველი რეალობად მიიღოთ. ზოგადად, არ ღირს საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმა, ძვირად ღირებული რამის ყიდვა.
ვერძი: დღეს თქვენში აქტიური თეორეტიკოსი გაიღვიძებს, თუმცა, პრაქტიკოსის გაღვიძებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ. რისკავთ, რომ მთელი დღე გაატაროთ მსჯელობაში, რა, როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა გააკეთოთ საქმეები. ასეთი ფიქრები მთელი დღე არ მოგცილდებათ და თან ყველა საოცრადკარგი იდეა იქნება. სამწუხაროა,მაგრამ თუნდაც რომელიმეს განხორციელება დღეს არ უწერია.
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2023
რითია ზოდიაქოს თქვენი ნიშანი სხვა ნიშანზე უკეთესი
კურო: საკმაოდ ბევრი გაუგებრობა გელოდებათ. გარშემომყოფები, თითქოს სპეციალურად, არალოგიკურად, არათანმიმდევრულად მოიქცევიან. ამ ყველაფერს გაუმკლავდებით, შესაშურ თავშეკავებასგამოავლენთ. მაგრამ ეს დაძაბულობა თქვენში დარჩება და შემდეგ შეიძლება მოულოდნელად ამოხეთქოს. ამიტომ დაფიქრდით, იქნებ, არ ღირს ნეგატივის დაგროვება და უპრიანი იქნება „ორთქლის“ ნელ–ნელა გამოშვება?
ტყუპი: ნებისმიერი მცდელობა გარედან, რომ თავს მოგახვიონ საქმეები, რომლებიც თქვენს მოვალეობაში არ შედის, არაფერ შედეგს არ მოიტანს. საკუთარ მოვალეობებსაც მაინცდამაინც პასუხისმგებლობით არ ეკიდებით. სამაგიეროდ, თქვენში დიდი დიპლომატის ნიჭი გაიღვიძებს. აქედან გამომდინარე, სიტუაცია ვერაფერს დაგაკლებთ. დღე მშვიდად ჩაივლის. პრობლემების გადაჭრა შეგიძლიათ სამომავლოდ გადადოთ.
კირჩხიბი: შეიძლება სახლის ახლებურად მოწყობის გრანდიოზული გეგმა გაგიჩნდეთ. იდეა რაც გინდა კარგი იყოს, მისი განხორციელება კატეგორიულად არარეკომენდებულია. დღეს ჩანაფიქრის რეალისტურობაზე ფიქრი, სავარაუდოდ, არგამოვა და „შემოქმედებითი აღმაფრენის“ დროს შეიძლება საყრდენი კედლის გადატანაც კი მოინდომოთ და ზოგადად, მშენებლობის ყველა ნორმა დაარღვიოთ.
მამაკაცი ბავშვს ეთამაშება - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2019
საუკეთესო მეოჯახე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: დღეს თქვენი ყველა აზრი და გეგმა უჩვეულო სიღრმითა და თვალსაჩინოებით იქნება გამორჩეული. და მნიშვნელობა არა აქვს, რომ ეს იდეები შეიძლება ვერც ვერასდროს განხორციელდეს. მაგრამ რა მოხდა? ოცნება ხანდახან სასარგებლოა. ეს დღე ბევრ ბედნიერ წუთს აჩუქებს მათ, ვინც შემოქმედებითი ფანტაზიის ნაკლებობას არ უჩივის. და ზოგადად, დღე ამ ნიშნის ყველა წარმომადგენლისთვის საკმაოდკარგი იქნება.
ქალწული: დღე საკმაოდ მშვიდად ჩაივლის, მაგრამ ეს მოჩვენებითი სიმშვიდე იქნება. სინამდვილეში, უბრალოდ, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ პრობლემებზე – ფინანსური იქნება თუ ურთიერთობებთან დაკავშირებული – დროებით თვალები დახუჭოთ. ხანდახან თვალის დახუჭვის ასეთი პოლიტიკა სასარგებლოა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ პრობლემები არსად ქრება და მათი გადაწყვეტა, დღეს თუ არა ხვალ, მაინც მოგიწევთ.
სასწორი: თქვენში ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები დაუპირისპირდება ერთმანეთს. ერთი მხრივ, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ იყოთ თავშეკავებული და მეორე მხრივ, ნაკლებსავარაუდოა, ეს გამოგივიდეთ. თუ არ გინდათ, რომ თქვენმა ემოციებმა ერთიანად ამოხეთქოს, არ ღირს მათი მიჩქმალვა. აჯობებს, თუ ადამიანს პირდაპირ, მაშინვე ეტყვით სათქმელს, ვიდრე სიტუაციის გამოსწორებასა და „კვალის დაფარვას“ შეეცდებით.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2018
ზოდიაქოს ნიშნების ტიპური ცხოვრებისეული შეცდომები
მორიელი: გექნებათ განწყობა, რომ დინებას გაჰყვეთ და არანაირი ყურადღება არ მიაქციოთ პრობლემებსა და გაუგებრობებს. განზე დგომის სურვილი შეიძლება გაჩნდეს იმ საქმეებიდანაც, რომლებიც დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს. ასეთ მდგომარეობაში შეიძლება იყოთ საღამომდე და შემდეგ აღმოაჩინოთ, რომ პრობლემები თავისით არ გადაჭრილა და არსად გამქრალა და ისინი მაინც თქვენი გადასაწყვეტია.
მშვილდოსანი: დღეს გაგიჭირდებათ ემოციებისა და სურვილების შეკავება. თავის ქვიშაში ჩარგვა და საკუთარი მისწრაფებების დამალვა არ გამოვა – გრძნობები დაჟინებით შეგახსენებთ თავს და გარეთ გამოსვლას შეეცდება. ყველაზე საუკეთესო, რაც შეიძლება ექსპერტებმა გირჩიონ, ესაა იპოვოთ საკუთარი გრძნობებისთვის რამე უსაფრთხო „მეხამრიდი“, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება „აფეთქდეთ“.
თხის რქა: დღეს თქვენში ერთმანეთს საოცრად შეეხამება რომანტიკულობა და პრაქტიკულობა, ანგარიშიანობა. როგორც არ უნდა დაცურავდეთ ღრუბლებში, თქვენი ტვინის სადღაც სიღრმეში ყურადღებიანი „ბუღალტერი“ იჯდება დიდი „საკანცელარიო საანგარიშოთი“. და ეს „ბუღალტერი“ არ მოგცემთ უფლებას, ოცნებებს აყოლილებმა რამე დიდი სისულელე ჩაიდინოთ.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
მერწყული: შესანიშნავი შანსი გაქვთ, შინაგანი სამყარო გაამდიდროთ და მასში მრავალფეროვნება შეიტანოთ. თავისუფალი დრო საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობებს დაუთმეთ. ეს ძალზე სასარგებლო იქნება, რადგან აქტიური მოქმედებების განწყობა არ გაქვთ. საქმეები თქვენში აპათიას გააჩენს. და ასეთ დროს საუკეთესო საშუალება საინტერესო ადამიანებთან საუბრებია.
თევზები: დღეს მოსალოდნელია, რომ საკუთარ თავში ჩაღრმავების სურვილი მწვავედ მოგეძალოთ. ფიქრები და საქმეები უიმედო ვერდიქტს დაუბრუნდება: „სხვანაირად უნდა გამეკეთებინა“ ან „თვითონ ვარ დამნაშავე“. ეცადეთ, ძალიან არ გაგიტაცოთ ამგვარმა თვითგვემამ. საკმარისია მხოლოდ დასკვნების გამოტანა სამომავლოდ, რათა ამ თემას უკვე აღარ დაუბრუნდეთ.
ყველა ახალი ამბავი
0