https://sputnik-georgia.com/20240905/ermile-gigiazis-gardacvaleba-enm-is-fasisturi-politikis-kidev-erti-dadasturebaa-miqanaze-289753613.html
ერმილე გიგიაძის გარდაცვალება ენმ-ის ფაშისტური პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა - მიქანაძე
ერმილე გიგიაძის გარდაცვალება ენმ-ის ფაშისტური პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა - მიქანაძე
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ შტაბში ოპოზიციონერი დეპუტატის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის შედეგად მმართველი პარტიის წევრი გარდაიცვალა 05.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-05T15:00+0400
2024-09-05T15:00+0400
2024-09-05T15:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/10/289021777_0:0:881:495_1920x0_80_0_0_722c3b16f8ccb4859bfa299026d83a64.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ინციდენტი, რომელმაც წყალტუბოში, სოფელ გეგუთში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის გარდაცვალება გამოიწვია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფაშისტური საქმიანობის გამოვლინებას წარმოადგენს, განაცხადა ბრიფინგზე დეპუტატმა გივი მიქანაძემ.ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ გეგუთში „ოცნების“ საარჩევნო შტაბის წევრებს მიუვარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ურთიერთშელაპარაკების დროს მმართველი პარტიის წევრი ერმილე ნუცუბიძე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის ანუ პარლამენტში მანდატების 3/4-ის მოპოვების შემთხვევაში ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ ყოფილ მმართველ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ორბიტაზე მყოფ პარტიებს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „მრავალრიცხოვანი დანაშაულებებისთვის“ არაკონსტიტუციურ ორგანიზაციებად გამოაცხადებს.საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/10/289021777_48:0:715:500_1920x0_80_0_0_bd27d095df44198feec81b878556725b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ერმილე გიგიაძის გარდაცვალება ენმ-ის ფაშისტური პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა - მიქანაძე
„ქართული ოცნების“ შტაბში ოპოზიციონერი დეპუტატის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის შედეგად მმართველი პარტიის წევრი გარდაიცვალა
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ინციდენტი, რომელმაც წყალტუბოში, სოფელ გეგუთში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის გარდაცვალება გამოიწვია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფაშისტური საქმიანობის გამოვლინებას წარმოადგენს, განაცხადა ბრიფინგზე დეპუტატმა გივი მიქანაძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ გეგუთში „ოცნების“ საარჩევნო შტაბის წევრებს მიუვარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ურთიერთშელაპარაკების დროს მმართველი პარტიის წევრი ერმილე ნუცუბიძე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
„ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა და აგრძელებს თავისი ჩვეული მეთოდებით, - განაცხადა მიქანაძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის ანუ პარლამენტში მანდატების 3/4-ის მოპოვების შემთხვევაში ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ ყოფილ მმართველ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ორბიტაზე მყოფ პარტიებს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „მრავალრიცხოვანი დანაშაულებებისთვის“ არაკონსტიტუციურ ორგანიზაციებად გამოაცხადებს.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.