ოპოზიციონერმა „ქართული ოცნების“ წევრებს „ნახმარი“ უწოდა და მკაცრი პასუხი მიიღო

© United National Movementთინა ბოკუჩავა და ლაშა ბაქრაძე
თინა ბოკუჩავა და ლაშა ბაქრაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2024
გამოწერა
წილოსანმა ბაქრაძეს მწვავედ უპასუხა და გააკრიტიკა ის პოლიტიკოსები, რომლებიც მან მისაბაძ მაგალითად დაასახელა.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა ლიტერატურათმცოდნე და ისტორიკოსს, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური გაერთიანების წევრ ლაშა ბაქრაძეს უზნეო პიროვნება უწოდა, რადგანაც მან მის თანაპარტიელებს „ნახმარი სახეები“ უწოდა.
ამომრჩეველთან შეხვედრაზე ბაქრაძემ განაცხადა, რომ კოალიცია „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველს სთავაზობს ისეთ პოლიტიკოსებს, როგორებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის წევრი და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, დეპუტატი თამარ კორძაია და არა „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
„მოკლედ „ნაცები“ რას და ვის გთავაზობენ ნათელია, სხვა ადამიანებს „ნახმარად” რომ ხედავენ და მოიხსენიებენ ესეც კარგად წარმოაჩენს მათ ფარულ ვნებებსა და გეგმებს - თუ რას უპირებენ ყველას ვინც მათ რიგებში არ დგას, - დაწერა წილოსანმა სოციალურ ქსელში.
მან ბაქრაძეს „წითელი ინტელიგენციის" თვალსაჩინო წარმომადგენელი უწოდა, რომელიც ბოლშევიკების მძიმე ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელია.
„მას ადამიანების ჩაშვების, დაბეზღების, ჩარეცხილებად და ნახმარებად გამოცხადების გარდა სამწუხაროდ ბევრი არაფერი გამოსდის", - დაწერა დეპუტატმა.
მისი თქმით, ბაქრაძე მეხსიერებას უჩივის და მორალისგანაც აშკარად შორს არის ბოკუჩავა, კორძაია და ჯაფარიძე მაგალითად რომ მოჰყავს.
„ბოკუჩავა, რომელიც დასავლეთის კარდაკარ დადის საქართველოს დასაზიანებლად და გულის ჯიბეში მიშას ფოტოს დაატარებს, როგორც კომუნისტური ბელადისას, დიდი ვერაფერი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს ქალებისთვის", - განაცხადა წილოსანმა.
ამასთან, მან „ცალკე ნაციონალური დრამა“ უწოდა იმას, რომ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასთან დაკავშირებით სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეში, სხვა დანარჩენთან ერთად, ნახსენებია თინა ბოკუჩავას საჩუქარი.
რაც შეეხება კორძაის, წილოსანის თქმით, მან აჩვენა „გასაოცარი პოლიტიკური სიმტკიცე და აშკარა მორალი".
„კორძაია 2012 წელს „ქართულ ოცნებასთან" კოალიციით და „ქართული ოცნების" ელექტორალური რესურსით შემოვიდა პარლამენტში. მოგვიანებით კი, 2020 წელს, „ნაცების" სიით ჯერ ძალა ერთობაშიაო გვიმტკიცებდა, 2024 წლის არჩევნებზე კი ერთიანობით პოზირებს „ნაცების" რიგებში", - განაცხადა წილოსანმა.
მმართველო პარტიის დეპუტატმა სოფო ჯაფარიძეზე საუბრისას გაიხსენა მისი მონაწილეობა პროექტში „ღიმილიანი საქართველო“, რომელიც ითვალისწინებდა 50 წელს ზემოთ მოქალაქეების უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას.
აღნიშნული პროექტი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო, თუმცა არჩევნებში დამარცხების შემდეგ პროექტი შეჩერდა.
„სოფომ მოხუცებს კბილები დააძრო და ისე დატოვა, უკბილოდ. ახლაც, სავარაუდოდ იგივე სიგიჟეს გვპირდება", - დაწერა წილოსანმა.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ყველა ახალი ამბავი
0