https://sputnik-georgia.com/20240904/acharashi-gadampren-prinvelebze-dakvirvebis-pestivali-gaimarteba-289739651.html
აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი გაიმართება
აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი გაიმართება
Sputnik საქართველო
ფრინველებზე დაკვირვება - მსოფლიოში ეკოტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. ამ სფეროში აჭარას დიდი გამოცდილება აქვს. 04.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-04T21:46+0400
2024-09-04T21:46+0400
2024-09-04T21:46+0400
საქართველო
აჭარა
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24639/17/246391706_0:0:1277:719_1920x0_80_0_0_a1365a9f532696de0c62f668563385d2.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეკოტურიზმის მიმართულებაა, ბათუმში 19-22 სექტემბრის პერიოდში გაიმართება.შავი ზღვის სანაპირო და, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანია. ამ დერეფანში ყოველწლიურად მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი გადის. ამ მაჩვენებლით აჭარას მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უკავია. აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და იგი მსოფლიოში მესამე ადგილზეა.პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებითა და გიდით იქნება უზრუნველყოფილი. დასწრების მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია ფესტივალის ვებ-გვერდზე https://batumibirdfest.com/ka უნდა გაიარონ.გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების პერიოდი 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე გრძელდება. ფესტივალის მიზანი რეგიონში ტურიზმის განვითარება და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობაა. მისი ორგანიზატორი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია.ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24639/17/246391706_71:0:1122:788_1920x0_80_0_0_17aa98190db1e5e66f6990f98909194e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი გაიმართება
ფრინველებზე დაკვირვება - მსოფლიოში ეკოტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. ამ სფეროში აჭარას დიდი გამოცდილება აქვს.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეკოტურიზმის მიმართულებაა, ბათუმში 19-22 სექტემბრის პერიოდში გაიმართება.
შავი ზღვის სანაპირო და, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანია. ამ დერეფანში ყოველწლიურად მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი გადის. ამ მაჩვენებლით აჭარას მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უკავია.
აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და იგი მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
ფესტივალის ფარგლებში რეგიონს ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ფრინველებზე დამკვირვებლები სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვევიან. მათი ჩართულობით დაინტერესებული მხარეებისთვის გაიმართება ლექცია-სემინარები, ასევე გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე - ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი.
პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებითა და გიდით იქნება უზრუნველყოფილი. დასწრების მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია ფესტივალის ვებ-გვერდზე https://batumibirdfest.com/ka უნდა გაიარონ.
გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების პერიოდი 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე გრძელდება. ფესტივალის მიზანი რეგიონში ტურიზმის განვითარება და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობაა. მისი ორგანიზატორი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია.
ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.