ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა: გარდაცვლილია ერთი ადამიანი

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო და პოლიცია
სასწრაფო და პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2024
გამოწერა
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 30 აგვისტო - Sputnik. ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში დედა-შვილს ტაქსი იმ დროს დაეჯახა, როცა ისინი ზებრაზე გადადიოდნენ.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ქალი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
გავრცელებული ინფორმაციით, დედა-შვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესით დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0