https://sputnik-georgia.com/20240829/sapatriarqos-tanxmobis-garese-konstituciasi-aranairi-cvlileba-ar-seva-jarmaize-289649327.html
საპატრიარქოს თანხმობის გარეშე კონსტიტუციაში არანაირი ცვლილება არ შევა - ჯაღმაიძე
საპატრიარქოს თანხმობის გარეშე კონსტიტუციაში არანაირი ცვლილება არ შევა - ჯაღმაიძე
Sputnik საქართველო
ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება, რადგან საუბარია კონსტიტუციურ ცვლილებაზე, განაცხადა საპატრიარქოს წარმომადგენელმა. 29.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-29T21:11+0400
2024-08-29T21:11+0400
2024-08-29T23:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
რელიგია
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284818078_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_e8d3070d740328d01c04db8d435b544f.jpg
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საპატრიარქოს თანხმობის გარეშე სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსის გაძლიერებასთან დაკავშირებით არანაირ ცვლილებას არ შეიტანს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მღვდელმთავრების სხდომის შემდეგ განაცხადა.ხუთშაბათს, 29 აგვისტოს, მღვდელმთავართა კრებაზე განხილვის თემა იყო მმართველი პარტიის წინადადება ქართული ეკლესიის როლის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ, რაც საქართველოს კონსტიტუციით უნდა გამყარდეს. თითქმის ოთხსაათიან კონსულტაციას უმაღლეს სასულიერო პირებთან ერთად პატრიარქის ადვოკატები და კონსტიტუციონალისტები ესწრებოდნენ.სასულიერო პირმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს წინადადება მმართველი პარტიის მხრიდან თავაზიანობის აქტია.„სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზება არის თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას, ამაზე მღვდელმთავრების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს მისაღებია“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.ხელისუფლებას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება სურს - საპატრიარქოს პოზიცია>>ამჟამად სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს მიღებული 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია (84,9%). ასევე არიან მუსლიმანები (10,9%), სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები (3%), კათოლიკეები (0,5%) და სხვა კონფესიების წარმომადგენლები (0,7%).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284818078_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_2feb2a7fd09d2a2eaadde52ac59aa0e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, რელიგია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, რელიგია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
საპატრიარქოს თანხმობის გარეშე კონსტიტუციაში არანაირი ცვლილება არ შევა - ჯაღმაიძე
21:11 29.08.2024 (განახლებულია: 23:56 29.08.2024) ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება, რადგან საუბარია კონსტიტუციურ ცვლილებაზე, განაცხადა საპატრიარქოს წარმომადგენელმა.
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საპატრიარქოს თანხმობის გარეშე სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსის გაძლიერებასთან დაკავშირებით არანაირ ცვლილებას არ შეიტანს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მღვდელმთავრების სხდომის შემდეგ განაცხადა.
ხუთშაბათს, 29 აგვისტოს, მღვდელმთავართა კრებაზე განხილვის თემა იყო მმართველი პარტიის წინადადება ქართული ეკლესიის როლის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ, რაც საქართველოს კონსტიტუციით უნდა გამყარდეს. თითქმის ოთხსაათიან კონსულტაციას უმაღლეს სასულიერო პირებთან ერთად პატრიარქის ადვოკატები და კონსტიტუციონალისტები ესწრებოდნენ.
„მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებაზეა საუბარი. სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ არანაირი ჩანაწერი არ იქნება ეკლესიის თანხმობის გარეშე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯაღმაიძემ.
სასულიერო პირმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს წინადადება მმართველი პარტიის მხრიდან თავაზიანობის აქტია.
„სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზება არის თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას, ამაზე მღვდელმთავრების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს მისაღებია“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
ამჟამად სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს მიღებული 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია (84,9%). ასევე არიან მუსლიმანები (10,9%), სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები (3%), კათოლიკეები (0,5%) და სხვა კონფესიების წარმომადგენლები (0,7%).