დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 აგვისტო

© photo: Sputnik / Igor Zaremboმზე
მზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 29 აგვისტოა, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ეს დღე ჩვეულებრივი რუტინული სამუშაოსთვის არ გამოდგება. შესაძლებელია სირთულეები თვითორგანიზებულობასთან, აპათიასთან დაკავშირებით, გახასიათებთ ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებები, მათ შორის, ფულის მიმართ. სამაგიეროდ, საქმიანობა კრიტიკულ და დაძაბულ ვითარებაში შესანიშნავ შედეგებს მოგცემთ.
არცთუ სახარბიელო დღეა რომანტიკული შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის. ვნებათა მორევში გადაშვებას გირჩევნიათ მშვიდი და ოჯახური გარემოს შექმნა, რაც ზედმეტ მორალურ ან ფიზიკურ დატვირთვას არ მოითხოვს.
ვერძი: თუ გუშინ ან გუშინწინ რაღაც დიდი საქმე წამოიწყეთ სახლში, დღეს ეს საქმე საოცრად მსუბუქად, შეუფერხებლად განვითარდება. ხოლო სხვა დანარჩენში – რა გითხრათ, რომ იტყვიან, ყველაფერი ხელიდან გაგივარდებათ, ეს თქვენთვის ერთგვარი წამება და ნერვების გამოცდა იქნება. ტორტზე და რამე სხვა რთულად გასაკეთებელ საჭმელზე რომ არაფერი ვთქვათ, ერბოკვერცხიც კი შეიძლება დაგეწვათ. ასე რომ, აჯობებს, სახლის საქმეები მინიმუმამდე დაიყვანოთ.
ხელი ქალაქზე ოფისიდან - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: სულისა და ენთუზიაზმის არნახულ აღმასვლას იგრძნობთ, რაც ხანდახან უადგილოც კი იქნება. ზოგჯერ სხვადასხვა გმირობის ჩადენის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ მათი განხორციელება უკუეფექტს მოიტანს. თუ არ გინდათ, ამ სურვილების რეალიზებისას ცხვირი წაიტეხოთ, როგორმე დაიოკეთ საქმიანობის მოჭარბებული წყურვილი.
ტყუპი: რისკავთ, რომ საკუთარ ტყავზე გამოსცადოთ ცხოვრებით ტკბობის მთელი სიმძიმეები. განსაკუთრებით რთული იქნება, გაუძლოთ მაღალკალორიული კერძისა და ამით ფიგურის გაფუჭების ცდუნებას. თუ ჭარბ კილოგრამებს ებრძვით, ჯობს, საერთოდ არ გამოჩნდეთ ისეთ ადგილებში, სადაც მადისაღმძვრელი სუნი ტრიალებს. და თავს ნუ მოიტყუებთ, თითქოს ერთი ნაჭერი არაფერს გიზამთ – სადაც ერთი, იქ კიდევ რამდენიმე ნაჭერიც იქნება.
კირჩხიბი: დღე ჩაივლის ცნობილი დევიზით: „ყველაფერი ან არაფერი“. და არავინ იცის, აქედან რომელი ჯობია. თუ გადაწყვეტთ, რომ საერთოდ არაფერი გააკეთოთ, დღე, რა თქმა უნდა, მიღწევების გარეშე, თუმცა, მშვიდად ჩაივლის. მაგრამ თუ საქმიანობას შეუდგებით, ისეთ „ქარბუქს“ დააყენებთ და ორომტრიალს მოიტანთ, ვერავინ ვერაფერში ვერ გაერკვევა. იქნებ, ჯობია, არაფერი გააკეთოთ?
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2023
ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: პასიური და მოდუნებული იქნებით და სხვათა შორის, ეს ჰარმონიული პასიურობა იქნება. ვარსკვლავები არც მოითხოვენ თქვენგან ჭარბ ენერგიულობას და ამის სურვილი არც თქვენ არ გექნებათ. შეძლებისდაგვარად მოდუნდეთ და არაფერი გააკეთოთ – ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ნებისმიერ აქტიურობას თქვენი მხრიდან, სამწუხაროდ, მხოლოდ ქაოსის მოტანა შეუძლია.
ქალწული: დილიდანვე არ მოგასვენებთ რამე გლობალური იდეა. ამაზე მთელი დღე იფიქრებთ, მაგალითად იმაზე, თუ როგორ იზრდება ნაყოფი მუცელში, თუმცა, საღამომდე ამ იდეიდან ვერაფერ საინტერესოსა და „გენიალურს“ ვერ დაბადებთ. თუ შეძლებთ ემოციურ მდგომარეობასთან გამკლავებას, თავიდან აირიდებთ უსიამოვნებებს ირგვლივ მყოფებთან, შეძლებთ დასახულ ამოცანებზე მუშაობას და წარმატებებსაც მიაღწევთ.
სასწორი: მთელი დღე უკმაყოფილების გრძნობა გაგყვებათ. ჩვეულებრივი, ყოველდღიური საქმეები შეფერხდება, რაც ოპტიმისტურად ნამდვილად არ განგაწყობთ. დიდი ალბათობით, თქვენი გაღიზიანების სხვებზე გადატანის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთოთ, რადგან ამას დადებითი ეფექტი არ ექნება, ხოლო ურთიერთობებს კი გააფუჭებთ. ეცადეთ, ეს დღე, უბრალოდ, „გადააგოროთ“.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2018
მოწიფულია თუ არა მამაკაცი – ამას მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეიტყობთ
მორიელი: დღეს დიდი სურვილი გექნებათ, ირგვლივ მყოფები რამით დააინტერესოთ, მაგრამ ამის გაკეთება არაფრით არ ღირს. ჯერ ერთი, ვინმეს „შეჯანჯღარება“ დღეს ძალიან რთული იქნება, მეორეც, თუ ამას მოახერხებთ, შედეგი სულ არ აღმოჩნდება ისეთი სასიხარულო, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. ამიტომ აჯობებს, დღეს არავის არ შეეხოთ და საკუთარ საქმეებს მიხედოთ.
მშვილდოსანი: დღეს უზარმაზარი ენერგეტიკული პოტენციალი გექნებათ, დინამიტის მსგავსი. საკითხი ისაა, თუ რაში გამოიყენებთ ამ ენერგიას. თუ თქვენი მჩქეფარე საქმიანობა სასარგებლო კალაპოტში იქნება მიმართული, ერთ დღეში იმდენის გაკეთებას მოახერხებთ, რისთვისაც სხვებს შეიძლება მთელი თვე დასჭირდეთ, და თუ ენერგიას არასწორად გამოიყენებთ, სავალალო შედეგები შეიძლება მიიღოთ.
თხის რქა: გექნებათ იშვიათი შესაძლებლობა, რომ არაფერი აკეთოთ. მოვლენები შეგიძლიათ დინებაზე მიუშვათ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენთ. და მეორეც, მოვლენებზე გავლენის მოხდენის ნებისმიერი მცდელობა ქაოსითა და ორომტრიალით დასრულდება. თქვენი ჩარევის გარეშე კი ყველაფერი მოგვარდება – თუნდაც მოგვიანებით.
ადამიანის სილუეტი  - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2020
თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: დღეს საკუთარ თავში, შესაძლოა, გენერლის უნარები აღმოჩინოთ. ყოველ შემთხვევაში, დღის განმავლობაში ბრძანებების გაცემის სურვილი რეგულარულად გაგიჩნდებათ. ამასთან, ირგვლივ მყოფების აუჩქარებლობა და მოვალეობების შეუსრულებლობა თქვენში გაკვირვებასა და გაღიზიანებას გამოიწვევს. და რაც მთავარია, თქვენც, ისევე,როგორც გენერლებს სჩვევიათ, დინჯად და აუჩქარებლად იმოქმედებთ.
თევზები: თქვენს თავში დამკვიდრდება აზრი, რომ სტატუსი – ეს ფულია და თან, რაც მეტია ფული, მით უფრო მყარია თქვენი მდგომარეობა საზოგადოებაში. დღემ, შესაძლოა, იმაზე ფიქრში ჩაიაროს, თუ როგორ გამდიდრდეთ. სამწუხაროდ, დღეს რეალურად გამდიდრების შანსი ცოტაა. სამაგიეროდ, კარგი დღეა ურთიერთობებისა და ადამიანების გაცნობისთვის. არაა გამორიცხული, რომ ერთ–ერთი ასეთი ნაცნობობა პერსპექტიული აღმოჩნდეს.
ყველა ახალი ამბავი
0