https://sputnik-georgia.com/20240828/mtavroba-mklavchidelebsa-da-paramklavchidelebs-premias-gadascems-289620402.html
საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს
საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვისაც. 28.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-28T17:00+0400
2024-08-28T17:00+0400
2024-08-28T17:00+0400
საქართველო
სპორტი
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708415_0:34:3078:1765_1920x0_80_0_0_922ffdf60a024314b06c0b7ea1f79dfc.jpg
თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 17 ათასი ლარი გადაეცემათ, მეორე ადგილის მფლობელებს - 8,5 ათასი ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულებს - 5,1 ათასი ლარი.რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, პირველი ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5, 1 ათასი ლარი გადაეცემათ, მეორე ადგილის მფლობელებს - 3,4 ათასი ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულებს - 1,7 ათასი ლარი.პრემიას ასევე მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრების პირველი ადგილის მფლობელები 3,4 ათასი ლარის ოდენობით.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვისაც.უწყების ცნობით, მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებისთვის დაწესებული პრემიების ჯამური ოდენობა თითქმის 2 მლნ ლარია.მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 143 მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც მოლდოვამ უმასპინძლა, საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნულმა ნაკრებმა 5 ოქროს, 7 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი 10 ოქროს, 10 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმაც. მათ 36 ოქროს, 32 ვერცხლისა და 28 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708415_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_59164ede48d19bcb654db0aeb40cd98e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვისაც.
თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 17 ათასი ლარი გადაეცემათ, მეორე ადგილის მფლობელებს - 8,5 ათასი ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულებს - 5,1 ათასი ლარი.
რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, პირველი ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5, 1 ათასი ლარი გადაეცემათ, მეორე ადგილის მფლობელებს - 3,4 ათასი ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულებს - 1,7 ათასი ლარი.
პრემიას ასევე მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრების პირველი ადგილის მფლობელები 3,4 ათასი ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვისაც.
უწყების ცნობით, მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებისთვის დაწესებული პრემიების ჯამური ოდენობა თითქმის 2 მლნ ლარია.
მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 143 მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც მოლდოვამ უმასპინძლა, საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნულმა ნაკრებმა 5 ოქროს, 7 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი 10 ოქროს, 10 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმაც. მათ 36 ოქროს, 32 ვერცხლისა და 28 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.