https://sputnik-georgia.com/20240828/imeretis-regions-axali-gubernatori-hyavs-289615462.html
იმერეთის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს
იმერეთის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს
Sputnik საქართველო
ზალკალიანის წინამორბედი მმართველმა პარტიამ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში დელეგატად წარადგინა. 28.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-28T11:42+0400
2024-08-28T11:42+0400
2024-08-28T11:42+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/1c/289614836_0:21:1600:921_1920x0_80_0_0_dbd3390d27f5e4853acd71a32dc2f1fa.jpg
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. იმერეთის რეგიონის გუბერნატორად ლევან ზალკალიანი დაინიშნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.აღნიშნულ თანამდებობაზე ზალკალიანმა ზვიად შალამბერიძე შეცვალა, რომელიც მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში დელეგატად წარადგინა.გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალ გუბერნატორთან შეხვედრა გამართა და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.ახალ პოსტზე დანიშვნამდე ზალკალიანი ცაგერის რაიონის მერის თანამდებობას იკავებდა. იგი ასევე მუშაობდა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილედ.ზალკალიანი სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის განმავლობაში – ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/1c/289614836_174:0:1427:940_1920x0_80_0_0_8c713c76fd146513709018fbbf513444.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
იმერეთის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს
ზალკალიანის წინამორბედი მმართველმა პარტიამ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში დელეგატად წარადგინა.
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. იმერეთის რეგიონის გუბერნატორად ლევან ზალკალიანი დაინიშნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
აღნიშნულ თანამდებობაზე ზალკალიანმა ზვიად შალამბერიძე შეცვალა, რომელიც მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში დელეგატად წარადგინა.
გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალ გუბერნატორთან შეხვედრა გამართა და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
ახალ პოსტზე დანიშვნამდე ზალკალიანი ცაგერის რაიონის მერის თანამდებობას იკავებდა. იგი ასევე მუშაობდა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილედ.
ზალკალიანი სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის განმავლობაში – ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება.