კრიმინალურ ავტორიტეტებს თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ: პოლიციამ სამი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2024
გამოწერა
დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულებს, რომელთა ასაკი 26-დან 34 წლამდეა, საგამოძიებო უწყება ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებას, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ. კერძოდ, დოის სხვადასხვა პერიოდში დაკავებულები მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის, ასევე ქონების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხებს სთხოვდნენ, უარის მიღების შემთხვევაში კი მოქალაქეების დაშინებას ცდილობდნენ და ქონებას უზიანებდნენ.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 25 – 181-ე (გამოძალვა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0