https://sputnik-georgia.com/20240827/amilaxvari-axalgazrdebs-studentobas-ulocavs-289608208.html
განათლების მინისტრმა აბიტურიენტებს სტუდენტობა მიულოცა
განათლების მინისტრმა აბიტურიენტებს სტუდენტობა მიულოცა
Sputnik საქართველო
2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. 27.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-27T18:13+0400
2024-08-27T18:13+0400
2024-08-27T18:13+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/14/275934647_0:106:1024:682_1920x0_80_0_0_3f93c0c4130b516ee9e3a4adae5bbc2a.jpg
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს.დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით 32 ათასზე აბიტურიენტმა ჩააბარა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტი გახდა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის უმთავრესი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში და საკუთარი თავის რეალიზებისთვის კიდევ უფრო ფართო ასპარეზი შესთავაზოს.2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს.2024 წელს დაფინანსდა 11,6 ათასზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6,5 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო ათასზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1,4 ათასზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 ათასზე მეტი გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1,6 ათასამდე აპლიკანტი გააგრძელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/14/275934647_251:145:967:682_1920x0_80_0_0_3993660d2277df6629fc362e00e103e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
განათლების მინისტრმა აბიტურიენტებს სტუდენტობა მიულოცა
2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით 32 ათასზე აბიტურიენტმა ჩააბარა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტი გახდა.
„გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო, ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. ახლა თქვენს ცხოვრებაში იწყება ძალიან საინტერესო, ამავდროულად, მეტად საპასუხისმგებლო ეტაპი, რომელიც ახალ გამოცდილებებს, ურთიერთობებსა და განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს გულისხმობს“, - განაცხადა ამილახვარმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის უმთავრესი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში და საკუთარი თავის რეალიზებისთვის კიდევ უფრო ფართო ასპარეზი შესთავაზოს.
„ეროვნულ გამოცდებზე წარმატების მიღწევა პირველი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და თქვენ ცხოვრების გზაზე კიდევ არაერთი გამარჯვება გელით. რა თქმა უნდა, იქნება სირთულეები და გამოწვევებიც, თუმცა ნურაფერს შეუშინდებით და მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა“, – განაცხადა ამილახვარმა.
2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს.
2024 წელს დაფინანსდა 11,6 ათასზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6,5 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო ათასზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1,4 ათასზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 ათასზე მეტი გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1,6 ათასამდე აპლიკანტი გააგრძელებს.