სამეგრელოში მეზობელმა მეზობელი მოკლა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2024
გამოწერა
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით მარტვილში 41 წლის კაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტში მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა 60 წლის მეზობელი საკუთარ სახლთან სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაშავებულიშემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0