რა ხდება ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2024
გამოწერა
გაყიდვები შემცირდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. 2024 წლის მეორე კვარტალში ბათუმში ბინების ყიდვა-გაყიდვის 3.670 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 6,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
2024 წლის პირველ კვარტალში ბათუმში ბინების გაყიდვები 22,8%-ით შემცირდა, რაც წინა პერიოდში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის რეკორდული ტრანზაქციებით იყო განპირობებული.
„გაყიდვები შემცირდა როგორც პირველად ბაზარზე (სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდული უძრავი ქონება), ასევე მეორად ბაზარზე (უძრავი ქონების გაყიდვა ინდივიდუალური მფლობელის მიერ) – შესაბამისად 3,3%-ით და 11%-ით“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
ჯამურად 2024 წლის პირველ ექვს თვეში ბათუმში 7.041 ბინა გაიყიდა, რაც გაყიდვების მოცულობით 5,1%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.
კვლევის თანახმად, მეორე კვარტალში ყველაზე კარგად ბინები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე იყიდებოდა - 1.556 ბინა. 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 1.337 დოლარია.
ამასთან, 2024 წელს 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 1.366 დოლარამდე გაიზარდა. 2023 წლის მეორე კვარტალში ღირებულება იყო 1.243.
ყველა ახალი ამბავი
0