https://sputnik-georgia.com/20240825/ponichalashi-19-wlis-bichi-daakaves-289582993.html
ბერი ნიკოლოზის (ნარიმანის) კორპუსში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 19 წლის ბიჭი დააკავეს
ბერი ნიკოლოზის (ნარიმანის) კორპუსში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 19 წლის ბიჭი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 25.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-25T11:57+0400
2024-08-25T11:57+0400
2024-08-25T11:57+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა ფონიჭალაში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 19 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შემთხვევა მიმდინარე წლის 24 აგვისტოს თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მოხდა. მისამართზე, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სწორედ მრევლი დაუპირისპირდა.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში 27 და 52 წლის პირებს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.სამართალდამცველებმა მამაკაცი მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს „მრევლის“ ხელჩართული ჩხუბი სადარბაზოში, სადაც, სავარაუდოდ, ბერი ნარიმანი ცხოვრობს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნარიმანის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში „მრევლს“ შორის ჩხუბი ხდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, თბილისი დღეს
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, თბილისი დღეს
ბერი ნიკოლოზის (ნარიმანის) კორპუსში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 19 წლის ბიჭი დააკავეს
დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა ფონიჭალაში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 19 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა მიმდინარე წლის 24 აგვისტოს თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მოხდა. მისამართზე, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სწორედ მრევლი დაუპირისპირდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში 27 და 52 წლის პირებს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
სამართალდამცველებმა მამაკაცი მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს „მრევლის“ ხელჩართული ჩხუბი სადარბაზოში, სადაც, სავარაუდოდ, ბერი ნარიმანი ცხოვრობს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნარიმანის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში „მრევლს“ შორის ჩხუბი ხდება.