https://sputnik-georgia.com/20240825/kobaxidze-ganatlebis-sistemis-ganvitareba-prioritetulia-289584483.html
კობახიძე: განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
კობახიძე: განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
Sputnik საქართველო
წელს ახალგაზრდულმა ბანაკებმა 4500-მდე ახალგაზრდას უმასპინძლეს. 25.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-25T17:58+0400
2024-08-25T17:58+0400
2024-08-25T17:58+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288180558_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_f511b7bbc522fa1fcacfaa35cf8748c9.jpg
თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. განათლების სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით სერიოზული გეგმები გვაქვს, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საუნივერსიტეტო განათლებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რაჭაში შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან შეხვედრისას.მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი შაორის ახალგაზრდული ბანაკში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად იმყოფებოდა.მთავრობის მეთაური ბანაკის მონაწილეებს განათლების სისტემისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე მნიშვნელოვნად განვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა.მისი განცხადებით, წელს პირველად ამოქმედდება მასშტაბური, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც 3500 კურსდამთავრებულს მისცემს საშუალებას ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს საჯარო სტრუქტურებში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.„მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბევრი პროექტი, ინიციატივა განხორციელდება და რაც მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული ამ პროგრამებში, მით უკეთესი”, - აღნიშნა პრემიერმა.შაორის ბანაკი წელს სტუდენტების ბოლო ნაკადს მასპინძლობს. ბანაკმა 2024 წლისთვის ჯამში 800-მდე ახალგაზრდა 8 ნაკადად მიიღო.ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში. მათ ასევე უტარდებათ ტრენინგები სხვადასხვა თემაზე.წელს ახალგაზრდულმა ბანაკებმა 4500-მდე ახალგაზრდას უმასპინძლეს. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 4 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288180558_126:0:1850:1293_1920x0_80_0_0_b12754544c0f5c2cc050b1c2915ff50f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები
კობახიძე: განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
წელს ახალგაზრდულმა ბანაკებმა 4500-მდე ახალგაზრდას უმასპინძლეს.
თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. განათლების სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით სერიოზული გეგმები გვაქვს, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საუნივერსიტეტო განათლებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რაჭაში შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან შეხვედრისას.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი შაორის ახალგაზრდული ბანაკში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაური ბანაკის მონაწილეებს განათლების სისტემისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე მნიშვნელოვნად განვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა ისეთი პროექტების შემუშავებაში, რომლებიც ახალგაზრდებს გეხებათ და ამ კუთხითაც გვექნება კონკრეტული ინიციატივები“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისი განცხადებით, წელს პირველად ამოქმედდება მასშტაბური, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც 3500 კურსდამთავრებულს მისცემს საშუალებას ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს საჯარო სტრუქტურებში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.
„მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბევრი პროექტი, ინიციატივა განხორციელდება და რაც მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული ამ პროგრამებში, მით უკეთესი”, - აღნიშნა პრემიერმა.
შაორის ბანაკი წელს სტუდენტების ბოლო ნაკადს მასპინძლობს. ბანაკმა 2024 წლისთვის ჯამში 800-მდე ახალგაზრდა 8 ნაკადად მიიღო.
ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში. მათ ასევე უტარდებათ ტრენინგები სხვადასხვა თემაზე.
წელს ახალგაზრდულმა ბანაკებმა 4500-მდე ახალგაზრდას უმასპინძლეს. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 4 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.