https://sputnik-georgia.com/20240823/rogoria-wylis-xarisxi-savi-zrvis-sanapiroze-bolo-informacia-289559296.html
როგორია წყლის ხარისხი შავი ზღვის სანაპიროზე - ბოლო ინფორმაცია
როგორია წყლის ხარისხი შავი ზღვის სანაპიროზე - ბოლო ინფორმაცია
Sputnik საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ყოველთვიურად 12 წერტილში ახორციელებს. 23.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-23T12:10+0400
2024-08-23T12:10+0400
2024-08-23T12:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24631/00/246310085_0:98:3294:1951_1920x0_80_0_0_3c2f7f34145ca82f9259c274773f2f5a.jpg
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ლაბორატორიული კვლევების მიხედვით შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ყოველთვიურად 12 წერტილში ახორციელებს.როგორც უწყებაში განმარტავენ, 12 წერტილში აღებული წყლის სინჯების კვლევების დროს განისაზღვრება ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.სააგენტოს ცნობით, შავი ზღვიდან აღებული სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.„ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს“, - ნათქვამია განცხადებაში.ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი პარამეტრების ანალიზის მეთოდების დანერგვის სამუშაოები.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24631/00/246310085_282:0:3013:2048_1920x0_80_0_0_11874e06eaa00a2e70122c653d91f8b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო
როგორია წყლის ხარისხი შავი ზღვის სანაპიროზე - ბოლო ინფორმაცია
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ყოველთვიურად 12 წერტილში ახორციელებს.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ლაბორატორიული კვლევების მიხედვით შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ყოველთვიურად 12 წერტილში ახორციელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 12 წერტილში აღებული წყლის სინჯების კვლევების დროს განისაზღვრება ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.
სააგენტოს ცნობით, შავი ზღვიდან აღებული სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
„ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი პარამეტრების ანალიზის მეთოდების დანერგვის სამუშაოები.