https://sputnik-georgia.com/20240822/yofil-meurles-pirsingis-axevit-daemuqra-qobuletsi-samartaldamcveli-daakaves-289550612.html
ყოფილ მეუღლეს პირსინგის ახევით დაემუქრა: ქობულეთში სამართალდამცველი დააკავეს
ყოფილ მეუღლეს პირსინგის ახევით დაემუქრა: ქობულეთში სამართალდამცველი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 22.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-22T14:37+0400
2024-08-22T14:37+0400
2024-08-22T14:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
აჭარა
ძალადობა ოჯახში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/07/240480721_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_6ecd536dbc0b635205b18e662a2fa2d1.jpg
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მუქარის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა, სამსახურისათვის თავის დანებებას სთხოვდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. არსებული კონფლიქტის საფუძველზე დაზარალებული ბრალდებულთან განქორწინდა.უწყების ცნობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალის მიმართვისთანავე გამოძიება დაიწყო.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცველი დააკავეს.საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - სპეციალური საგამოძიებო სამსახური
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/07/240480721_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_2cf76b184f4540d4368889b99496a66a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, აჭარა , ძალადობა ოჯახში
ახალი ამბები, საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, აჭარა , ძალადობა ოჯახში
ყოფილ მეუღლეს პირსინგის ახევით დაემუქრა: ქობულეთში სამართალდამცველი დააკავეს
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მუქარის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა, სამსახურისათვის თავის დანებებას სთხოვდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. არსებული კონფლიქტის საფუძველზე დაზარალებული ბრალდებულთან განქორწინდა.
„მიუხედავად ამისა, 2024 წლის 24 ივლისს ღამის საათებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში საავტომობილო გზაზე სამართალდამცველი ავტომანქანით ყოფილ მეუღლეს დაედევნა და შეჩერება მოსთხოვა, რის შემდეგაც ავტომანქანაში მყოფ დაზარალებულთან მივიდა და პირსინგის ახევით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალის მიმართვისთანავე გამოძიება დაიწყო.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცველი დააკავეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.