https://sputnik-georgia.com/20240822/papuasvilma-qartuli-ocnebis-warmatebebis-mizezebi-daasaxela-289547194.html
პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ წარმატების მიზეზები დაასახელა
პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ წარმატების მიზეზები დაასახელა
Sputnik საქართველო
ეკონომიკური ზრდის ტემპებით საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში, განაცხადა პაპუაშვილმა. 22.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-22T10:40+0400
2024-08-22T10:40+0400
2024-08-22T10:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179677_212:416:1900:1365_1920x0_80_0_0_b85d477f5161deba0cae6494ef50cb76.jpg
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში უმუშევრობა განახევრდა, სიღარიბე კი სამჯერ შემცირდა – ამ მიზეზით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს მმართველ პარტიას ყველა ადგილობრივ თუ ეროვნულ არჩევნებში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.სიღარიბისა და უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტულია საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის წლებში დიდ წარმატებას მიაღწია.ეკონომიკური ზრდის ტემპებით საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში, აღნიშნა პაპუაშვილმა.„დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით შთამბეჭდავ შედეგებთან ერთად, ვამაყობთ აღნიშნული ეკონომიკური მიღწევებით, რაც არის ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი განვითარების და საქართველოს აღმშენებლობის მთავარი წინაპირობა”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ივნისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,5% შეადგინა, ხოლო მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9,0% შეადგინა.ბრძოლა სიღარიბესთან და უმუშევრობასთან2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე იყო 16,4%, 2022 წელს - 17,3%, 2021 წელს - 20,6%, 2020 წელს - 18,5%.„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონემ 13,7% შეადგინა, რაც პირველ კვარტალთან შეადრებით 0,3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 47,2 ათასი ადამიანით, ანუ 17,7%-ით შემცირდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 219,7 ათასი ადამიანი შეადგინა. მთელ ქვეყანაში დასაქმების დონე 2,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47% შეადგინა.საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა - მინისტრის მოადგილე>>რაც შეეხება სიღარიბეს ქვეყანაში, როგორც ხელისუფლება ირწმუნება, ის წლიდან წლამდე მცირდება და ეს ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის დამსახურებაა.2024 წლის ბოლომდე საქართველო შეინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც ქვეყანაში სიღარიბისა და უმუშევრობის შემცირების წინაპირობაა, განაცხადა მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოში 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ქვეყნის მოსახლეობის 11,8% ცხოვრობდა, რაც 2022 წელთან შედარებით 3,8%-ით ნაკლებია.2024 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 56 ათასი ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახებში ცხოვრობდა, ხოლო სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებში - 50 ათასზე მეტი ბავშვი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179677_433:406:1712:1365_1920x0_80_0_0_4d6cb550f75210fd0305b9c82edc0820.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი
პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ წარმატების მიზეზები დაასახელა
ეკონომიკური ზრდის ტემპებით საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში, განაცხადა პაპუაშვილმა.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში უმუშევრობა განახევრდა, სიღარიბე კი სამჯერ შემცირდა – ამ მიზეზით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს მმართველ პარტიას ყველა ადგილობრივ თუ ეროვნულ არჩევნებში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
სიღარიბისა და უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტულია საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის წლებში დიდ წარმატებას მიაღწია.
„ეს მაჩვენებლები კარგად წარმოაჩენს იმ ძირითად მიზეზს, რატომაც ბოლო 12 წლის ყველა ადგილობრივ თუ ეროვნულ არჩევნებში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა და ოქტომბრის არჩევნებზეც კვლავ ჩვენ გვიჭერს მხარს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენ გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე“, - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ეკონომიკური ზრდის ტემპებით საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში, აღნიშნა პაპუაშვილმა.
„დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით შთამბეჭდავ შედეგებთან ერთად, ვამაყობთ აღნიშნული ეკონომიკური მიღწევებით, რაც არის ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი განვითარების და საქართველოს აღმშენებლობის მთავარი წინაპირობა”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.
საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ივნისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,5% შეადგინა, ხოლო მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9,0% შეადგინა.
ბრძოლა სიღარიბესთან და უმუშევრობასთან
2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე იყო 16,4%, 2022 წელს - 17,3%, 2021 წელს - 20,6%, 2020 წელს - 18,5%.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონემ 13,7% შეადგინა, რაც პირველ კვარტალთან შეადრებით 0,3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 47,2 ათასი ადამიანით, ანუ 17,7%-ით შემცირდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 219,7 ათასი ადამიანი შეადგინა. მთელ ქვეყანაში დასაქმების დონე 2,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47% შეადგინა.
რაც შეეხება სიღარიბეს ქვეყანაში, როგორც ხელისუფლება ირწმუნება, ის წლიდან წლამდე მცირდება და ეს ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის დამსახურებაა.
2024 წლის ბოლომდე საქართველო შეინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც ქვეყანაში სიღარიბისა და უმუშევრობის შემცირების წინაპირობაა, განაცხადა მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ქვეყნის მოსახლეობის 11,8% ცხოვრობდა, რაც 2022 წელთან შედარებით 3,8%-ით ნაკლებია.
2024 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 56 ათასი ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახებში ცხოვრობდა, ხოლო სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებში - 50 ათასზე მეტი ბავშვი.