https://sputnik-georgia.com/20240820/saqartvelosi-umusevroba-istoriul-minimumzea-ministris-moadgile-289528796.html
საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა - მინისტრის მოადგილე
საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა - მინისტრის მოადგილე
Sputnik საქართველო
მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 60 ათასზე მეტით გაიზარდა და 1,4 მილიონი შეადგინა, განაცხადა მინისტრის მოადგილემ 20.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-20T21:22+0400
2024-08-20T21:22+0400
2024-08-20T21:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/16/283545477_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_6668ed484b9592388bcfb6e1951da5c9.jpg
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 2024 წლის პირველ ნახევარში მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად გაიზარდა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონემ 13,7% შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტალთან შეადრებით 3,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 47,2 ათასი ადამიანით, ანუ 17,7%-ით შემცირდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 219,7 ათასი ადამიანი შეადგინა. მთელ ქვეყანაში დასაქმების დონე 2,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47% შეადგინა.ცინცაძის თქმით, წლის დასაწყისიდან ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 60 ათასზე მეტით გაიზარდა და 1,4 მილიონი შეადგინა.უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში - ახალი მონაცემები>>მისი თქმით, მთავრობის მოლოდინია, რომ მომდევნო თვეებსა და წლებში გაგრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რაც ასევე პოზიტიურად აისახება შრომის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებზე და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/16/283545477_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_e426619fe314090d7cbb820d596098e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა - მინისტრის მოადგილე
21:22 20.08.2024 (განახლებულია: 21:23 20.08.2024) მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 60 ათასზე მეტით გაიზარდა და 1,4 მილიონი შეადგინა, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 2024 წლის პირველ ნახევარში მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად გაიზარდა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონემ 13,7% შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტალთან შეადრებით 3,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 47,2 ათასი ადამიანით, ანუ 17,7%-ით შემცირდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 219,7 ათასი ადამიანი შეადგინა. მთელ ქვეყანაში დასაქმების დონე 2,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47% შეადგინა.
„ქვეყანაში გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები - 6 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9 პროცენტს შეადგენს, შედეგად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, ამასთან, ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობის დონე და მეორე კვარტალში 13,7 პროცენტს შეადგენს“, - აღნიშნა ცინცაძემ.
ცინცაძის თქმით, წლის დასაწყისიდან ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 60 ათასზე მეტით გაიზარდა და 1,4 მილიონი შეადგინა.
„აღსანიშნავია, რომ დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, მთავრობის მოლოდინია, რომ მომდევნო თვეებსა და წლებში გაგრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რაც ასევე პოზიტიურად აისახება შრომის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებზე და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.