https://sputnik-georgia.com/20240821/saqartvelos-da-bulgarets-soris-saborne-mimosvla-uaxloes-momavalsi-ardgeba-289532248.html
საქართველოს და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება
საქართველოს და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება
Sputnik საქართველო
საქართველოს და ბულგარეთის რკინიგზები რეგულარულად განახორციელებენ ტვირთების ტრანსპორტირებას სპეციალურად აღჭურვილი სარკინიგზო ბორნების მეშვეობით. 21.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-21T12:21+0400
2024-08-21T12:21+0400
2024-08-21T12:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რკინიგზა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ბულგარეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23482/57/234825746_0:95:3306:1955_1920x0_80_0_0_6890ac2341707813162b0b6d0ad97cd7.jpg
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. საბორნე მიმოსვლა საქართველოს პორტებსა და ბულგარეთის პორტ „ვარნას" შორის ქართული დროშის ქვეშ მცურავი სარკინიგზო ბორანი „აიათი” უახლოეს მომავალში განახლდება, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.„საქართველოს რკინიგზის“ მონაცემებით, საბორნე მიმოსვლის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლა ბოლო ორი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო.საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობამ, ქალაქ სოფიაში, ქართულ სანაოსნო კომპანიის „საზღვაო ხაზი ე60” (E60 Shipping Line) და „ბულგარეთის რკინიგზის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის სარკინიგზო საბორნე მიმოსვლის განახლების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.მხარეებმა სარკინიგზო ბორანის გამართული ფუნქციონირების აღსადგენად ურთიერთთანამშრომლობის ყველა პირობა შეათანხმეს.როდის დაიწყება სამგზავრო საბორნე მიმოსვლა საქართველოსა და რუმინეთს შორის - დეტალები>>აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის სარკინიგზო/საბორნე მიმოსვლა შავი ზღვის გავლით ევროპასთან პირდაპირი სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საბორნე გემების რეგულარული მიმოსვლა უახლოეს მომავალში აღნიშნულ მიმართულებაზე გადაზიდვების მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.„შუა დერეფანი“ არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.2023 წელს შუა დერეფნის გავლით გადაზიდულია 2,7 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2022 წელთან შედარებით 86%-ით მეტია.E60 Shipping Line არის ქართული წარმოშობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისეთ დარგებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები, Inex Group, საერთაშორისო საფინანსო, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული მომსახურება.
საქართველო
ბულგარეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23482/57/234825746_288:0:3019:2048_1920x0_80_0_0_d7728927d7723f893a5a73481f20401a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რკინიგზა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ბულგარეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რკინიგზა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ბულგარეთი
საქართველოს და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება
საქართველოს და ბულგარეთის რკინიგზები რეგულარულად განახორციელებენ ტვირთების ტრანსპორტირებას სპეციალურად აღჭურვილი სარკინიგზო ბორნების მეშვეობით.
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. საბორნე მიმოსვლა საქართველოს პორტებსა და ბულგარეთის პორტ „ვარნას" შორის ქართული დროშის ქვეშ მცურავი სარკინიგზო ბორანი „აიათი” უახლოეს მომავალში განახლდება, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
„საქართველოს რკინიგზის“ მონაცემებით, საბორნე მიმოსვლის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლა ბოლო ორი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო.
საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობამ, ქალაქ სოფიაში, ქართულ სანაოსნო კომპანიის „საზღვაო ხაზი ე60” (E60 Shipping Line) და „ბულგარეთის რკინიგზის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის სარკინიგზო საბორნე მიმოსვლის განახლების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
მხარეებმა სარკინიგზო ბორანის გამართული ფუნქციონირების აღსადგენად ურთიერთთანამშრომლობის ყველა პირობა შეათანხმეს.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის სარკინიგზო/საბორნე მიმოსვლა შავი ზღვის გავლით ევროპასთან პირდაპირი სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
საქართველოს და ბულგარეთის რკინიგზები რეგულარულად განახორციელებენ ტვირთების ტრანსპორტირებას სპეციალურად აღჭურვილი სარკინიგზო ბორნების მეშვეობით. აღნიშნული მიმოსვლა დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვანია „შუა დერეფნის“ მარშრუტის ეფექტიანობის ამაღლების კუთხით.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საბორნე გემების რეგულარული მიმოსვლა უახლოეს მომავალში აღნიშნულ მიმართულებაზე გადაზიდვების მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.
„შუა დერეფანი“ არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.
2023 წელს შუა დერეფნის გავლით გადაზიდულია 2,7 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2022 წელთან შედარებით 86%-ით მეტია.
E60 Shipping Line არის ქართული წარმოშობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისეთ დარგებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები, Inex Group, საერთაშორისო საფინანსო, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული მომსახურება.