ჯანდაცვის მინისტრი ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მუშაობას გაეცნო

© Ministry of IDPs, Labor, Health and Social Protectionჯანდაცვის მინისტრი ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მუშაობას გაეცნო
ჯანდაცვის მინისტრი ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მუშაობას გაეცნო - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2024
გამოწერა
მინისტრი სამედიცინო პერსონალსაც შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოისმინა.
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერა, სადაც სამედიცინო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.
აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში მდებარეობს. ცენტრი 2007 წლის ივნისში გაიხსნა და 540 ადამიანზეა გათვლილი.
მინისტრი სამედიცინო პერსონალსაც შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოისმინა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საკვანძო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ბენეფიციარებს კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებს აწვდის.
დაწესებულების გენერალურმა დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ მიხეილ სარჯველაძეს პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ შეიცვალა ცენტრი ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
მიმდინარე საკითხებთან ერთად მხარეებმა სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.
2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ფსიქიური დაავადებების სამკურნალო 10 კლინიკა ფუნქციონირებს, აქედან სამი თბილისში მდებარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0