https://sputnik-georgia.com/20240820/tbilissa-da-regionebsi-narkodanasaulistvis-19-piri-daakaves-289520105.html
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 19 პირი დააკავეს
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 19 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 20.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-20T15:45+0400
2024-08-20T15:45+0400
2024-08-20T15:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/09/250840037_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_6883b0a1da8d6ca737f340059bdfa191.jpg
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 19 პირი დააკავეს, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების, ასევე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაციები ჩატარდა თბილისში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში.დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 21-დან 60 წლამდეა, არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.უწყების ცნობით, პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მდმა“, „პრეგაბალინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მეპამფეტამინი",„მარიხუანა“ და „ლირიკა“ ამოიღეს.გარდა ამისა, პოლიციამ ნივთმტკიცებად, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები ამოიღო.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 261-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/09/250840037_204:262:2585:2048_1920x0_80_0_0_1ffcc23d2dd069a2cf23891f17360ac3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 19 პირი დააკავეს
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 19 პირი დააკავეს, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების, ასევე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაციები ჩატარდა თბილისში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 21-დან 60 წლამდეა, არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
უწყების ცნობით, პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მდმა“, „პრეგაბალინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მეპამფეტამინი",„მარიხუანა“ და „ლირიკა“ ამოიღეს.
გარდა ამისა, პოლიციამ ნივთმტკიცებად, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 261-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.