https://sputnik-georgia.com/20240820/ras-vwamt-batumis-bazarsi-nayid-xamanwkebsi-salmonela-da-nawlavis-cxiri-gamovlinda-289528480.html
რას ვჭამთ: ბათუმის ბაზარში ნაყიდ ხამანწკებში სალმონელა და ნაწლავის ჩხირი გამოვლინდა
რას ვჭამთ: ბათუმის ბაზარში ნაყიდ ხამანწკებში სალმონელა და ნაწლავის ჩხირი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
ზღვის პროდუქტებით ქობულეთის სასუმროში მცხოვრები უზბეკეთის მოქალაქეები მოიწამლნენ 20.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-20T20:55+0400
2024-08-20T20:55+0400
2024-08-20T20:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
აჭარა
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/15/251533059_0:101:2041:1249_1920x0_80_0_0_9163fb5bf52de267f52a85863f1eb2b4.jpg
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ქობულეთში ხამანწკებში სალმონელა და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია (E.coli) გამოვლინდა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქობულეთის განყოფილებიდან შეტყობინება შევიდა უზბეკეთის ოთხი მოქალაქის სავარაუდო საკვებისმიერი მოწამვლის შესახებ. ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა - სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა სასტუმროში Magnetic beach resorts (ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა N379), სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობდნენ და რესტორანში „ლურჯი ტალღა“, სადაც მიირთვეს თევზის ბაზარში (ბათუმი, ბაქოს ქ.N33, დახლი 2) შეძენილი თერმულად დაუმუშავებელი ზღვის პროდუქტები.არაგეგმური ინსპექტირებისას სასტუმროს სამზარეულოში დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 500 ლარით.სააგენტოს თანამშრომლებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს ბათუმის თევზის ბაზარშიც, ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილ სარეალიზაციო ობიექტში, სადაც ლაბორატორიული კვლევისათვის აიღეს ზღვის პროდუქტის (ხამანწკები) ნიმუშები.ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დაჯარიმდა. მას ასევე დაევალა ბაზარზე სურსათის განთავსების აღკვეთა ან/და ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.ობიექტში სარეალიზაციოდ განთავსებული ზღვის პროდუქტები დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდება.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/15/251533059_121:0:1921:1350_1920x0_80_0_0_de7fc7416fef899d677b7df5c4ad8a49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, აჭარა , სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, აჭარა , სურსათის ეროვნული სააგენტო
რას ვჭამთ: ბათუმის ბაზარში ნაყიდ ხამანწკებში სალმონელა და ნაწლავის ჩხირი გამოვლინდა
ზღვის პროდუქტებით ქობულეთის სასუმროში მცხოვრები უზბეკეთის მოქალაქეები მოიწამლნენ
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ქობულეთში ხამანწკებში სალმონელა და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია (E.coli) გამოვლინდა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქობულეთის განყოფილებიდან შეტყობინება შევიდა უზბეკეთის ოთხი მოქალაქის სავარაუდო საკვებისმიერი მოწამვლის შესახებ.
ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა - სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა სასტუმროში Magnetic beach resorts (ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა N379), სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობდნენ და რესტორანში „ლურჯი ტალღა“, სადაც მიირთვეს თევზის ბაზარში (ბათუმი, ბაქოს ქ.N33, დახლი 2) შეძენილი თერმულად დაუმუშავებელი ზღვის პროდუქტები.
არაგეგმური ინსპექტირებისას სასტუმროს სამზარეულოში დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 500 ლარით.
სააგენტოს თანამშრომლებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს ბათუმის თევზის ბაზარშიც, ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილ სარეალიზაციო ობიექტში, სადაც ლაბორატორიული კვლევისათვის აიღეს ზღვის პროდუქტის (ხამანწკები) ნიმუშები.
მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგად ხუთივე ნიმუშში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი Salmonella spp, ხოლო ერთში - ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია E.coli.
ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დაჯარიმდა. მას ასევე დაევალა ბაზარზე სურსათის განთავსების აღკვეთა ან/და ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.
ობიექტში სარეალიზაციოდ განთავსებული ზღვის პროდუქტები დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდება.