https://sputnik-georgia.com/20240820/dekanoize-nacmozeaobasi-dabrunda-tanapartielebis-reaqcia-289528247.html
დეკანოიძე „ნაცმოძრაობაში“ დაბრუნდა - თანაპარტიელების რეაქცია
დეკანოიძე „ნაცმოძრაობაში“ დაბრუნდა - თანაპარტიელების რეაქცია
Sputnik საქართველო
დეპუტატმა ანი წითლიძემ დეკანოიძის დაბრუნებას „ნაცმოძრაობაში“ მას „უძღები შვილი“ უწოდა. 20.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-20T20:29+0400
2024-08-20T20:29+0400
2024-08-20T20:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251003691_0:14:1363:781_1920x0_80_0_0_768062e3f8673958582067f173ce5670.jpg
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. პოლიტიკური ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა და ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს, განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ.2023 წლის თებერვალში, ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად არჩევის შემდეგ, დეკანოიძემ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. 2023 წლის მარტში მან დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძო მუშაობა. ხოლო იმავე წლის ივნისში, პარტიიდან წასულ დეპუტატთან, რომან გოცირიძესთან ერთად, შექმნა პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“.ნაყოფია დარწმუნებულია, რომ ეს კარგი დასაწყისია და კიდევ ბევრი საინტერესო ადამიანი „შემოუერთდება ამ დიდ ბრძოლას“.17 აგვისტოს ყრილობაზე „ნაცმოძრაობამ“ შექმნა პარტიის ეროვნული კომიტეტი და მის თავმჯდომარედ კობა ნაყოფია აირჩია. აღნიშნული კომიტეტი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შეიქმნა, რომელიც პარტიის საპატიო თავმჯდომარეა.ნაყოფიასან განსხვავებით, დეპუტატი ანი წითლიძე მწვავედ შეხვდა დეკანოიძის დაბრუნებას „ნაცმოძრაობაში“ და მას „უძღები შვილი“ უწოდა.„დღეს პარტიაში, საპარლამენტო სიის ხათრით, ხატია დეკანოიძის სახით, კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება“, - დაწერა წითლიძემ სოციალურ ქსელში.მისი თქმით, პარტიის ამომრჩევლებს არ დავიწყებიათ ის, რასაც დეკანოიძე პარტიიდან წასვლის შემდეგ ამბობდა.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს სრულიად პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) გაიმართება. ამავდროულად, პარტიების საარჩევნო სიებში დეპუტატობის ცალკეულ კანდიდატებს შეიძლება ეწოდოს დელეგატები, ანუ ამომრჩეველთა პოტენციური წარმომადგენლები ოლქებში.ძალთა გადანაწილებასაპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251003691_86:0:1278:894_1920x0_80_0_0_8860026233d34d8bff5cfeb868417ab9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
დეკანოიძე „ნაცმოძრაობაში“ დაბრუნდა - თანაპარტიელების რეაქცია
დეპუტატმა ანი წითლიძემ დეკანოიძის დაბრუნებას „ნაცმოძრაობაში“ მას „უძღები შვილი“ უწოდა.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. პოლიტიკური ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა და ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს, განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ.
2023 წლის თებერვალში, ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად არჩევის შემდეგ, დეკანოიძემ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. 2023 წლის მარტში მან დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძო მუშაობა. ხოლო იმავე წლის ივნისში, პარტიიდან წასულ დეპუტატთან, რომან გოცირიძესთან ერთად, შექმნა პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“.
„დღეიდან ხატია იქნება ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც ხატია დეკანოიძეა ისევ იქნება „ნაცმოძრაობის“ რიგებში, ამ დიდი ერთობის რიგებში“, - აღნიშნა ნაყოფიამ.
ნაყოფია დარწმუნებულია, რომ ეს კარგი დასაწყისია და კიდევ ბევრი საინტერესო ადამიანი „შემოუერთდება ამ დიდ ბრძოლას“.
17 აგვისტოს ყრილობაზე „ნაცმოძრაობამ“ შექმნა პარტიის ეროვნული კომიტეტი და მის თავმჯდომარედ კობა ნაყოფია აირჩია. აღნიშნული კომიტეტი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შეიქმნა, რომელიც პარტიის საპატიო თავმჯდომარეა.
ნაყოფიასან განსხვავებით, დეპუტატი ანი წითლიძე მწვავედ შეხვდა დეკანოიძის დაბრუნებას „ნაცმოძრაობაში“ და მას „უძღები შვილი“ უწოდა.
„დღეს პარტიაში, საპარლამენტო სიის ხათრით, ხატია დეკანოიძის სახით, კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება“, - დაწერა წითლიძემ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, პარტიის ამომრჩევლებს არ დავიწყებიათ ის, რასაც დეკანოიძე პარტიიდან წასვლის შემდეგ ამბობდა.
„ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და იმ ხალხს ვისაც მელიასთან ერთად შეხვედრებზე ეუბნებოდი - პარტიაში ოლიგარქები არიან და მაგიტომ წამოვედი, ქოცებს შეეკრნენო, ენმში მხოლოდ ბელადომანები დარჩნენო და კიდეც ათას სისაძაგლეს კადრულობდი, აუხსენი რომ იტყუებოდი და უსინდისო იყავი“, - დაწერა წითლიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს სრულიად პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) გაიმართება. ამავდროულად, პარტიების საარჩევნო სიებში დეპუტატობის ცალკეულ კანდიდატებს შეიძლება ეწოდოს დელეგატები, ანუ ამომრჩეველთა პოტენციური წარმომადგენლები ოლქებში.
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.