ქვემო ქართლში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცები დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2024
გამოწერა
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება 22 წლის ბრალდებულებს დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვას, გამოძალვაში დახმარებას, ასევე სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანებას ედავება.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით სხვადასხვა დროს მოქალაქეებს დაუკავშირდნენ და მათ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხები მოსთხოვეს, ხოლო უარის მიღების შემდეგ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის ქონება დაუზიანეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით და ასევე მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და სიმ ბარათები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები მოქალაქეებს თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდნენ.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე , 25 - 181-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0