https://sputnik-georgia.com/20240817/saqartvelos-ori-yvelaze-didi-sakoncerto-darbazi-mtavrobas-gadaeca-289497567.html
საქართველოს ორი ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი მთავრობას გადაეცა
საქართველოს ორი ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი მთავრობას გადაეცა
Sputnik საქართველო
რას უკავშირდება ობიექტების მთავრობისთვის გადაცემა, ჯერჯერობით უცნობია. 17.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-17T20:23+0400
2024-08-17T20:23+0400
2024-08-17T20:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23287/61/232876136_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_f13d4f454549ca80c47c089fe0df3715.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. შეკვეთილში მდებარე Black Sea Arena და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ბალანსზე გადავიდა. მანამდე ორივე საკონცერტო დარბაზი კულტურის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა.შესაბამისი დადგენილება მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, Black Sea Arena-ს და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის შერწყმა მოხდება.კულტურის სამინისტრომ ორი ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზების მართვის უფლება 2022 წლის მაისში მიიღო. რით არის გამოწვეული კულტურული ცხოვრებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტების მთავრობისთვის გადაცემა, ჯერჯერობით უცნობია.საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena მეორე წელია მასპინძლობს კონცერტებს, რომლებსაც სახელმწიფო Starring Georgia-ს პროგრამით აფინანსებს - პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარს შეადგენს.2023 წლის ანგარიშის მიხედვით, პროგრამას მოგება არ მოუტანია - ორგანიზაციაზე დახარჯული 37 მლნ ლარის მიუხედავად, ბილეთების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა 15 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან პროექტის ფარგლებში კონცერტების ნაწილი სტადიონებზე გაიმართა.სახელმწიფოს მხარდაჭერით გამართულ კონცერტებს შორისაა ისეთი შემსრულებლები და ჯგუფები, როგორებიცაა ბრუნო მარსი, Imagine Dragons, The Killers და Scorpions.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23287/61/232876136_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_1e0dbcc7e1ff65bfb392d2885720b751.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საქართველოს ორი ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი მთავრობას გადაეცა
რას უკავშირდება ობიექტების მთავრობისთვის გადაცემა, ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. შეკვეთილში მდებარე Black Sea Arena და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ბალანსზე გადავიდა. მანამდე ორივე საკონცერტო დარბაზი კულტურის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა.
შესაბამისი დადგენილება მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, Black Sea Arena-ს და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის შერწყმა მოხდება.
კულტურის სამინისტრომ ორი ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზების მართვის უფლება 2022 წლის მაისში მიიღო. რით არის გამოწვეული კულტურული ცხოვრებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტების მთავრობისთვის გადაცემა, ჯერჯერობით უცნობია.
საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena მეორე წელია მასპინძლობს კონცერტებს, რომლებსაც სახელმწიფო Starring Georgia-ს პროგრამით აფინანსებს - პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარს შეადგენს.
2023 წლის ანგარიშის მიხედვით, პროგრამას მოგება არ მოუტანია - ორგანიზაციაზე დახარჯული 37 მლნ ლარის მიუხედავად, ბილეთების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა 15 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან პროექტის ფარგლებში კონცერტების ნაწილი სტადიონებზე გაიმართა.
სახელმწიფოს მხარდაჭერით გამართულ კონცერტებს შორისაა ისეთი შემსრულებლები და ჯგუფები, როგორებიცაა ბრუნო მარსი, Imagine Dragons, The Killers და Scorpions.