https://sputnik-georgia.com/20240817/atasobit-adamiani-da-asobit-erteuli-teqnika-turqetsi-tyis-xanzrebs-ebrzvis-289496177.html
ათასობით ადამიანი და ასობით ერთეული ტექნიკა თურქეთში ტყის ხანძრებს ებრძვის
ათასობით ადამიანი და ასობით ერთეული ტექნიკა თურქეთში ტყის ხანძრებს ებრძვის
Sputnik საქართველო
იზმირში გაჩენილი ტყის ხანძრის კონტროლ ქვეშ მოქცევა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა ძლიერი ქარის გამო, აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში 17.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-17T17:04+0400
2024-08-17T17:04+0400
2024-08-17T17:04+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/11/289494106_0:71:1350:830_1920x0_80_0_0_c9e96ac66596ca2b6b250fff2abb3126.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. დასავლეთ თურქეთში, ქალაქ იზმირში ტყის ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია სამი ათასი ადამიანი და 600-მდე ერთეული ტექნიკა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალტუნმა.მანამდე თურქეთის ლიდერის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იზმირში გაჩენილი ტყის ხანძრის კონტროლ ქვეშ მოქცევა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა ძლიერი ქარის გამო.იმავდროულად, ანორმალური სიცხის გამო თურქეთში არსებობს ტყის ხანძრების მაღალი რისკი მომდევნო სამი დღის განმავლობაში, განაცხადა სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა იბრაჰიმ იუმაკლიმ.„მეტეოროლოგიური მონაცემებით, უახლოეს სამ დღეში ტყის ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია. საბრძოლო მზადყოფნაში ვართ“, - ციტირებს მის სიტყვებს გაზეთმა Hürriyet-მა.მინისტრის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ტყის 47 ხანძრიდან 30 ლოკალიზებულია. ამასთან, როგორც გაზეთი განმარტავს, ქვეყნის დასავლეთით იზმირში გაჩენილმა ტყის ხანძარმა საცხოვრებელ უბნებს მიაღწია.„იზმირში 16 სახლი დაიწვა, 87 სახლი და 44 ობიექტი ევაკუირებულია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძრის შედეგად 78 ადამიანი დაშავდა“, - წერს გამოცემა.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/11/289494106_75:0:1275:900_1920x0_80_0_0_6cd692eda58238b20b4ef8fc16c22d43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, თურქეთი , სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, თურქეთი , სტიქიური მოვლენები
ათასობით ადამიანი და ასობით ერთეული ტექნიკა თურქეთში ტყის ხანძრებს ებრძვის
იზმირში გაჩენილი ტყის ხანძრის კონტროლ ქვეშ მოქცევა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა ძლიერი ქარის გამო, აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. დასავლეთ თურქეთში, ქალაქ იზმირში ტყის ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია სამი ათასი ადამიანი და 600-მდე ერთეული ტექნიკა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალტუნმა.
მანამდე თურქეთის ლიდერის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იზმირში გაჩენილი ტყის ხანძრის კონტროლ ქვეშ მოქცევა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა ძლიერი ქარის გამო.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით გაჩნდა 72 ხანძარი, საიდანაც 45 კონტროლ ქვეშ მოექცა. 27 შემთხვევაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად. იზმირში ხანძრებზე ჰაერიდან და ხმელეთზე 596 ერთეული ტექნიკა მუშაობას და 2965 ადამიანი“, - დაწერა ალტთუნმა სოციალურ ქსელში.
იმავდროულად, ანორმალური სიცხის გამო თურქეთში არსებობს ტყის ხანძრების მაღალი რისკი მომდევნო სამი დღის განმავლობაში, განაცხადა სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა იბრაჰიმ იუმაკლიმ.
„მეტეოროლოგიური მონაცემებით, უახლოეს სამ დღეში ტყის ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია. საბრძოლო მზადყოფნაში ვართ“, - ციტირებს მის სიტყვებს გაზეთმა Hürriyet-მა.
მინისტრის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ტყის 47 ხანძრიდან 30 ლოკალიზებულია. ამასთან, როგორც გაზეთი განმარტავს, ქვეყნის დასავლეთით იზმირში გაჩენილმა ტყის ხანძარმა საცხოვრებელ უბნებს მიაღწია.
„იზმირში 16 სახლი დაიწვა, 87 სახლი და 44 ობიექტი ევაკუირებულია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძრის შედეგად 78 ადამიანი დაშავდა“, - წერს გამოცემა.